ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
20 თებერვალი, 2020


Анна Ахматова - Приходи на меня посмотреть

ანა ახმატოვა - მომინახულე, თუ შეძლებ

მომინახულე, თუ შეძლებ,
ცოცხალს მოუსწარი ავადმყოფს!
ვერვინ გამითბობს ცივ ხელებს,
„მაკმარე!“ - ბაგემ ძლივს ღაღადყო.

მიდგამენ მწუხრში სავარძელს
სარკმელთან საცქერლად თემშარის,
ნუთუ ისევ შენ გაძაგებ,
გაბრალებ ციებას ბედშავი?!

ქვეყნად არარა მაშინებს,
ქოშინით ფერმკრთალს და ნაწვალებს,
მზაფრავს თუმც ღამე მაშინვე,
სიზმარში რომ ვხედავ მაგ თვალებს.

20 თებერვალი, 2020 წ.


https://www.youtube.com/watch?v=Ez-NwEjTDQ8



Анна Ахматова - Приходи на меня посмотреть

Приходи на меня посмотреть.
Приходи. Я живая. Мне больно.
Этих рук никому не согреть,
Эти губы сказали: "Довольно!"

Каждый вечер подносят к окну
Мое кресло. Я вижу дороги.
О, тебя ли, тебя ль упрекну
последнюю горечь тревоги!

Не боюсь на земле ничего,
В задыханьях тяжелых бледнея.
Только ночи страшны оттого,
Что глаза твои вижу во сне я. 

1912

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები