„როცა მე დამჭირდა შიფერი, მაშინ მოკვდა ლენინი?“
1980-იან წლებში ალიოშა გამომძიებლად მუშაობდა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში.
მისი მუშაობის პერიოდში მოხდა ასეთი კურიოზული შემთხვევა.
ხელვაჩაურის რაიონში ცხოვრობდა მოქალაქე, რომელსაც ძალიან უყვარდა განცხადებების და საჩივრების წერა ყველა შესაძლო ინსტანციაში, საქართველოს სსრ-ის მთავრობაში, სსრკ-ის მთავრობაში, პარტიულ ორგანოებში, დაწყებული რაიონული ხელმძღვანელობიდან, დამთავრებული საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტით (სკკპ ცკ).
ალიოშაზე საჩივრები არ დაუწერია, მაგრამ მაგრამ მილიციის სხვა თანამშრომლებზე წერდა და წერდა.
ერთხელ ამ მოქალაქე „მწერალმა“ მორიგი განცხადებით მიმართა სკკპ ცენტრალურ კომიტეტს.
მოითხოვა შიფერი სახლის მშენებლობისთვის.
განცხადება განსახილველად გადააგზავნეს პარტიის რაიონულ კომიტეტში. „მწერალმა“ ჩათვალა, რომ მისი განცხადება უსამართლოდ განიხილეს.
მაშინ „მწერალმა“ განმეორებით მიმართა განცხადებით მოსკოვს, მაგრამ არა სკკპ ცენტრალურ კომიტეტს, არამედ ამხანაგ ვლადიმერ ილიას ძე ლენინს, კიდევ ერთხელ მოითხოვა შიფერი სახლის მშენებლობისთვის.
კონვერტზე დააწერა: „მოსკოვი, კრემლი, ვლადიმერ ილიას ძე ლენინს“.
სკკპ ცენტრალური კომიტეტიდან განცხადება განსახილველად კვლავ გადაააგზავნეს პარტიის რაიონულ კომიტეტში.
მოქალაქე „მწერალი“ გამოიძახეს პარტიის რაიონულ კომიტეტში, და ჰკითხეს:
- „რატომ წერთ წერილს ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელზე, ის ხომ უკვე დიდი ხანია მოკვდა?“.
მოქალაქე „მწერალმა“ უპასუხა:
- „ეს როგორ - ლენინი მოკვდა? თქვენ ხომ ყოველთვის იმას ლაპარაკობთ, რომ ლენინი იყო ცოცხალი, არის ცოცხალი, და მარად ცოცხალი იქნება! და როცა მე დამჭირდა შიფერი, მაშინ მოკვდა ლენინი?“
მოქალაქე „მწერალმა“ კვლავ მიწერა სკკპ ცენტრალურ კომიტეტს, შეატყობინა, რომ პარტიის რაიონულ კომიტეტში მას უთხრეს, რომ ლენინი მოკვდა. სულ იმას ლაპარაკობენ, რომ ლენინი იყო ცოცხალი, არის ცოცხალი, და მარად ცოცხალი იქნება! და როცა მე დამჭირდა შიფერი, მაშინ მითხრეს, რომ ლენინი მოკვდა. თუ ლენინი მოკვდა, მაშინ ნუღარ ლაპარაკობენ, რომ ლენინი ცოცხალია და მარად ცოცხალი იქნება.
***
ამ განცხადების შემდეგ, სკკპ ცენტრალური კომიტეტიდან ხელვაჩაურის რაიონში სპეციალურად ჩამოვიდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენელი მოქალაქე „მწერლის“ განცხადებებში გასარკვევად.
ანუ, ეს იყო ისეთი ხელისუფლება, ეს იყო ისეთი დამოკიდებულება უბრალო ხალხისადმი, რომ უბრალო ადამიანის განცხადების გამო, როგორი უცნაურიც და კურიოზულიც უნდა ყოფილიყო ეს განცხადება, მაინც, მოსკოვიდან შეიძლებოდა ჩამოსულიყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლი და დაწვრილებით გარკვეულიყო წარმოდგენილი განცხადების არსში.
ახლა რა ხდება? ახლა ხელისუფლება, ძალიან ხშორად, უბრალო ადამიანების განცხადებებს, არსებითად, ფაქტიურად არც კი განიხილავს, და ადექკვატურ პასუხს არ იძლევა. ახლა თითქოს გაყოფაა, ხალხი ცალკეა, ხელისუფლება ცალკე.
კახაბერ როდინაძე ადვოკატი ბათუმი, აჭარა 07.03.2020
.......................................
მოთხრობის რუსულენოვანი თარგმანი გამოქვეყნებულია 2020 წლის 29 თებერვალს ვებ გვერდზე https://www.proza.ru/cgi-bin/login/page.pl
«Когда мне понадобился шифер, тогда Ленин умер?»
В 1980-ых годах Алёша работал следователем в Хелвачаурском районном отделе внутренних дел Министерства Внутренних Дел Аджарской Автономной ССР.
В период его работы произошёл такой курьёзной случай.
В Хелвачаурском районе жил гражданин, который очень увлекался писанием заявлении и жалоб во все возможные инстанции, в правительство Грузинской ССР, в правительство СССР, в партийные органы, от районного руководства до Центрального Комитета КППС.
На Алёшу он жалобы не писал, но на других сотрудников милиции писал и писал.
Однажды этот гражданин «Писатель» обратился с очередным заявлением в Центральный Комитет КППС.
Попросил шифер для строительства дома.
Заявление для рассмотрения направили в районный комитет партии. «Писателю» показалось, что его заявление рассмотрели несправедливо.
Тогда «писатель» вторично обратился в Москву, но не в ЦК КПСС, а к товарищу Владимиру Ильичу Ленину, снова попросил шифер для строительства дома.
На конверте написал: «Москва, Кремль, Владимиру Ильичу Ленину».
Из ЦК КПСС вновь направили письмо в райком партий.
Гражданина «Писателя» вызвали в райком партий, и спросили:
- «Почему Вы пишете письмо на имя В.И. Ленина, он ведь давно умер».
Гражданин «Писатель» ответил:
-«Как это так – Ленин умер? Вы ведь всегда говорите, Ленин жил, Ленин жив, Ленин будет жить! А когда мне понадобился шифер, Ленин умер!?»
Гражданин «Писатель» снова написал в ЦК КПСС, что в райкоме партий ему сказали, что Ленин умер. Мол, всё время говорят, что Ленин жил, Ленин жив, Ленин будет жить! А когда мне понадобился шифер, сказали, что Ленин умер. Если Ленин умер, тогда пусть не говорят, Ленин всегда живой.
***
После этого заявления, из ЦК КПСС в Хелвачаурский райком партии специально приехал представитель ЦК КПСС разобраться с заявлениями гражданина «Писателя».
То есть, эта была такая власть, это было такое отношение к простому народу, что из-за заявления простого гражданина, пусть даже и самого нелепого, из Москвы мог приехать представитель ЦК КПСС и конкретно разобраться с сутью поданного заявления.
Что происходить сейчас? Сейчас власть, очень часто, заявления простых граждан, по сути, фактически даже не рассматривает, и адекватного ответа не даёт. Сейчас как бы разделение, народ отдельно, сам по себе, а власть отдельно, для себя.
Кахабер Родинадзе адвокат Батуми, Аджария 29.02.2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა კვიმატი მოქალაქე ყოფილა :))) ჩემგან, ნამდვილად, დაიმსახურეთ ქულები.
რა კვიმატი მოქალაქე ყოფილა :))) ჩემგან, ნამდვილად, დაიმსახურეთ ქულები.
2. და კიდევ სხვა ზემდგომი ( მათადმი ქვემდგომი ) ორგანოების დასასჯელად ან დასაშინებლად :)
ცუდი დრო იყო კომუნისტური წყობა :( დიქტატურა-დიქტატურაა იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება დიქტატორი და კიდევ სხვა ზემდგომი ( მათადმი ქვემდგომი ) ორგანოების დასასჯელად ან დასაშინებლად :)
ცუდი დრო იყო კომუნისტური წყობა :( დიქტატურა-დიქტატურაა იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება დიქტატორი
1. ჰეჰ, ამბავი კარგია. )) თავიდანვე ასეთები გეწერათ) დასკვნაში ვერ დავეთანხმები. იმიტო კიარ მოდიოდნენ რო უბრალო ხალხი აინტერესებდათ, რამე საფრთხე ხოარ ღვივდებოდა იმის გასაგებად მოდიოდნენ, თუ მოდიოდნენ. ჰეჰ, ამბავი კარგია. )) თავიდანვე ასეთები გეწერათ) დასკვნაში ვერ დავეთანხმები. იმიტო კიარ მოდიოდნენ რო უბრალო ხალხი აინტერესებდათ, რამე საფრთხე ხოარ ღვივდებოდა იმის გასაგებად მოდიოდნენ, თუ მოდიოდნენ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|