ნინო დარბაისელი
პოეტური მანინოფესტი - - - -
პოეტური ხელოვნება მარტივად, გრძნობის, სათქმელის, სიტყვის პოეტურ ფორმაში მოქცევის ხელოვნებაა. ფორმის მხრივ, ქართული კონვენციური ლექსი საუკუნეთა მანძილზე იყო საკმაოდ განუვითარებელი, დიდად ჩამორჩებოდა მსოფლიოს საერთო პოეტურ კულტურას. ამის დიდი მიზეზი უთუოდ გენიოსი რუსთველის დამთრგუნავი გავლენა იყო. პირველი დიდი გარღვევა ამ და სხვა მხრივაც იყო გურამიშვილის “დავითიანი”, მას შემდეგ - მთელი გალაკტიონი. (ეს არ გამორიცხავს ცალკეულ პოეტთა თუ პოეტების ჯგუფთა მცირერიცხოვან წარმატებულ ცდებს, მე ვსაუბრობ დიდ მოვლენებზე). საბჭოთა პერიოდში ლექსის ფორმობრივი განვითარება თავიდან ფორმალიზმად იქნა მიჩნეული ოფიციალურად, გვიან საბჭოთა პერიოდში კი იყო ცალკეული გამონათებები. თავისუფალი ლექსის ხელახალი დამკვიდრებით (პირველად, გალაკტიონი და სხვანი მეოცე საუკუნის ათი-ოციანი წლებიდან მუშაობდენ ამაზე) ასპარეზი ძალზე გაიხსნა, ამას ქართული კონვენციური ლექსის ხელოვნურმა კონსერვაციამ, განუვითარებლობამაც შეუქმნა კარგი ნიადაგი. კაცმა რომ თქვას, არც ვერლიბრის, როგორც ლექსის სახეობის განვითარება მომხდარა დიდად.... და მაინც, ქართულ პოეზიას აქვს რაღაც ისეთი, ამოუხსნელი, რასაც ასე მოწყურებულია დღეს უკიდურესად განვითარებული და ამის გამო სტატიკურ ფაზაში გახირული, თავის თავით-ღა მოთამაშე მსოფლიო პოეზია. ანუ თუკი საუკუნეთა მანძილზე რუსთველი - ჩვენი ღირსება, ჩვენივე ნაკლის მიზეზად იქცა, დღეს ჩვენი ნაკლი - განუვითარებლობა და ჩამორჩენა, მისით გამოწვეული სხვადასხვა რანგის მრავალფეროვნება-სიუხვენი უკვე ღირსებად გვექცა მსოფლიო პოეზიის კონტექსტში. წინ, ქართველო პოეტებო! შინ თუ არა, გარეთ ძლივს ჩვენი დრო დადგა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მადლობა თითოეულ თქვენგანს , რომ ასე საინტერესოდ გაგიმართავთ მსჯელობა. მაპატიეთ, რომ აქამდე ვერ ჩავერთე. ტელეფონით შემოსვლა და წაკითხვა კი შემიძლია, მაგრამ წერა - ჯოჯოხეთური წამებაა, ქართული შრიფტის ავტოკორექტორის გამო. თითო სიტყვა ათასჯერ უნდა ავკრიფო, სწორად რომ დაიწეროს და შემდეგ სიტყვაზე რომ გადავდივარ, უკვე დაწერილი - ხშირად იცვლება, დაპოსტილზე კი გული გამისკდება ხოლმე, ისეთი სისულელე იწერება. დღეს ვაპირებ შემოსვლას და შემოერთებას. მანამდე, ვისაც დრო და ინტერესი აქვს, შეუძლია, ამ ახალ ინტერვიუს გაეცნოს, სადაც, სხვა თემებთან ერთად, ანალოგიურ საკითხებზეც ვმსჯელობ. როცა დროითი ლიმიტი საშუალებას მომცემს, აქ ცალკეც დავდებ, https://www.pencenter.ge/interviu_nino_darbaisel_strontan/b1743
მადლობა თითოეულ თქვენგანს , რომ ასე საინტერესოდ გაგიმართავთ მსჯელობა. მაპატიეთ, რომ აქამდე ვერ ჩავერთე. ტელეფონით შემოსვლა და წაკითხვა კი შემიძლია, მაგრამ წერა - ჯოჯოხეთური წამებაა, ქართული შრიფტის ავტოკორექტორის გამო. თითო სიტყვა ათასჯერ უნდა ავკრიფო, სწორად რომ დაიწეროს და შემდეგ სიტყვაზე რომ გადავდივარ, უკვე დაწერილი - ხშირად იცვლება, დაპოსტილზე კი გული გამისკდება ხოლმე, ისეთი სისულელე იწერება. დღეს ვაპირებ შემოსვლას და შემოერთებას. მანამდე, ვისაც დრო და ინტერესი აქვს, შეუძლია, ამ ახალ ინტერვიუს გაეცნოს, სადაც, სხვა თემებთან ერთად, ანალოგიურ საკითხებზეც ვმსჯელობ. როცა დროითი ლიმიტი საშუალებას მომცემს, აქ ცალკეც დავდებ, https://www.pencenter.ge/interviu_nino_darbaisel_strontan/b1743
15. ბატონო ბრადიაგა, არც მე არსად მითქვამს, ბრადიაგამ თქვა ცუდია ვერლიბრიო რაკიღა გადააქციეს, აწმყოში უკვე “არის“ ითქმება ხოდა ვთქვი: “არასწორია აზრი რომ უნიჭოთა თავშესაფარია ვერლიბრი“ ესაა და ეს ბატონო ჩემო :)
ტყუილად რატომ მდებთ ბრალსაო :) ბატონო ბრადიაგა, არც მე არსად მითქვამს, ბრადიაგამ თქვა ცუდია ვერლიბრიო რაკიღა გადააქციეს, აწმყოში უკვე “არის“ ითქმება ხოდა ვთქვი: “არასწორია აზრი რომ უნიჭოთა თავშესაფარია ვერლიბრი“ ესაა და ეს ბატონო ჩემო :)
ტყუილად რატომ მდებთ ბრალსაო :)
14. გმადოლბთ ყურადღებისთვის!)) გმადოლბთ ყურადღებისთვის!))
13. ნიკი არ მითქვამს რომ ვერლიბრი ცუდია მე ვთქვი რომ ესთად გადააქციეს მეთქი მგონი არის ხომ განსხვავება?)
ნიკი არ მითქვამს რომ ვერლიბრი ცუდია მე ვთქვი რომ ესთად გადააქციეს მეთქი მგონი არის ხომ განსხვავება?)
12. ნინა გორდაძე ,,უნიჭოთა თავშესაფარი“ მე სულ სხვა კონტექსტში მაქვს გამოყენებული ....ნუ ეგ მიკედლებები და მუჯლუგუნები ჩემს კომენტართან რა კავშირშია მართლა ვერ ვხვდები...ისე კი რაღაცის სიყვარული მისივე ნიჭს სულაც არ გულისხმობს... წარმოიდგინე ყველა უნიჭომ ვისაც სიმღერა უყვარს უცებ რომ მომღერლობა გადაწყვიტოს რა საშინელება იქნება.. დაახლოებით ასეთი მდგომაეობაა თანამედროვე ვერლიბრში)) ნინა გორდაძე ,,უნიჭოთა თავშესაფარი“ მე სულ სხვა კონტექსტში მაქვს გამოყენებული ....ნუ ეგ მიკედლებები და მუჯლუგუნები ჩემს კომენტართან რა კავშირშია მართლა ვერ ვხვდები...ისე კი რაღაცის სიყვარული მისივე ნიჭს სულაც არ გულისხმობს... წარმოიდგინე ყველა უნიჭომ ვისაც სიმღერა უყვარს უცებ რომ მომღერლობა გადაწყვიტოს რა საშინელება იქნება.. დაახლოებით ასეთი მდგომაეობაა თანამედროვე ვერლიბრში))
11. ლელა მგელაძე არ გამოვრიცხავ რომ ეგრე იყოს.... ცუდი და კარგი ყველგან არის... ლელა მგელაძე არ გამოვრიცხავ რომ ეგრე იყოს.... ცუდი და კარგი ყველგან არის...
10. მე სიტყვა „მანინოფესტი“ მომწონს:)))
მე სიტყვა „მანინოფესტი“ მომწონს:)))
9. ქალბატონო ნინო, ჟანრი პოეზია იყო მითითებული და შევუცვალე. იმედია არ ხართ წინააღმდეგი
რა ხდება თქვენთან? იმედია მშვიდობაა თქვნს გარშემო ახლა პიკი ამერიკაზეა ფაქტიურად და ტრამპი რომაა ამერიკის პრეზიდენტი ამ ცუდ პერიოდში ეს მაშინებს ცოტა არ იყოს. იმედია თქვენგან შორსაა კორონას ცუდი ამბები და თქვენს არეცღ ახლობელს არ შეხებია მანდ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას გისურვებთ ძალიან გაფასებთ, იცით თქვენ ეს.
ნაწერს რაც შეეხება, საინტერესო იქნება, უფრო კარგად განმარტოთ რატომაა ასე: “შინ თუ არა, გარეთ ძლივს ჩვენი დრო დადგა!“ უფრო დაწვრილებით გვითხრათ ამის შესახებ
კომენტარებში გამოხატულ აზრებზე კი ვიტყვი: ჩემი აზრით არასწორი მიდგომებია, როცა ამბობს ქალბატონი ლელა, რომ არ გამახსოვრდება ადამიანს კონვენციური ლექსი და ამის საპასუხოდ უამრავი ლექსის მოტანა შემიძლია რომელიც მახსოვს მეც და დარწმუნებული ვარ უამრავ სხვასაც
ასევე არასწორია აზრი რომ უნიჭოთა თავშესაფარია ვერლიბრი არანაირად კარგი ვერლიბრის დაწერა საკმაოდ რთულია და ალბათ უფრო რთული ვიდრე კონვენციის თუმცა თუ ნიჭი აქვს ადამიანს, იქ სირთულეზე საუბარიც კი უაზრობაა. რასაც ხედავს და აღიქვამს, ნიჭის მადლით თავისტავად მოდის და მოედინება
ორივე მიმართულებას აქვს არსებობის უფლება და ორივეს აქვს შედევრები და აქვს უამრავი ისეთი ნაწარმოები, რომლებიც არ გამახსოვრდება
ქალბატონო ნინო, ჟანრი პოეზია იყო მითითებული და შევუცვალე. იმედია არ ხართ წინააღმდეგი
რა ხდება თქვენთან? იმედია მშვიდობაა თქვნს გარშემო ახლა პიკი ამერიკაზეა ფაქტიურად და ტრამპი რომაა ამერიკის პრეზიდენტი ამ ცუდ პერიოდში ეს მაშინებს ცოტა არ იყოს. იმედია თქვენგან შორსაა კორონას ცუდი ამბები და თქვენს არეცღ ახლობელს არ შეხებია მანდ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას გისურვებთ ძალიან გაფასებთ, იცით თქვენ ეს.
ნაწერს რაც შეეხება, საინტერესო იქნება, უფრო კარგად განმარტოთ რატომაა ასე: “შინ თუ არა, გარეთ ძლივს ჩვენი დრო დადგა!“ უფრო დაწვრილებით გვითხრათ ამის შესახებ
კომენტარებში გამოხატულ აზრებზე კი ვიტყვი: ჩემი აზრით არასწორი მიდგომებია, როცა ამბობს ქალბატონი ლელა, რომ არ გამახსოვრდება ადამიანს კონვენციური ლექსი და ამის საპასუხოდ უამრავი ლექსის მოტანა შემიძლია რომელიც მახსოვს მეც და დარწმუნებული ვარ უამრავ სხვასაც
ასევე არასწორია აზრი რომ უნიჭოთა თავშესაფარია ვერლიბრი არანაირად კარგი ვერლიბრის დაწერა საკმაოდ რთულია და ალბათ უფრო რთული ვიდრე კონვენციის თუმცა თუ ნიჭი აქვს ადამიანს, იქ სირთულეზე საუბარიც კი უაზრობაა. რასაც ხედავს და აღიქვამს, ნიჭის მადლით თავისტავად მოდის და მოედინება
ორივე მიმართულებას აქვს არსებობის უფლება და ორივეს აქვს შედევრები და აქვს უამრავი ისეთი ნაწარმოები, რომლებიც არ გამახსოვრდება
8. „თავშესაფარი“ კარგი სიტყვაა, „უნიჭო“ შეუფერებელი მგონია, მათ მიმართ, ვისთვისაც პოეზია თავშესაფარია. პოეზია ერთ-ერთი ცოცხალი მიმკედლებელია, მათი, ვინც მისით სუნთქავს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, ამიტომ არაა საჭირო მუჯლუგუნები, არავინ არავის ადგილს იკავებს. რა თქმაუნდა ყველაფრის განვითარებაა საჭიროც და შესაძლებელიც, მაგრამ შეჯიბრი არაა პანაცეა, ხოლო თავისუფლების მინიჭება შესაძლოა სტიმული გახდეს ახალი ფორმისა თუ შინაარსისთვის პოეზიაში. ჩმჭ. :) მადლობა, ნინო :-* „თავშესაფარი“ კარგი სიტყვაა, „უნიჭო“ შეუფერებელი მგონია, მათ მიმართ, ვისთვისაც პოეზია თავშესაფარია. პოეზია ერთ-ერთი ცოცხალი მიმკედლებელია, მათი, ვინც მისით სუნთქავს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, ამიტომ არაა საჭირო მუჯლუგუნები, არავინ არავის ადგილს იკავებს. რა თქმაუნდა ყველაფრის განვითარებაა საჭიროც და შესაძლებელიც, მაგრამ შეჯიბრი არაა პანაცეა, ხოლო თავისუფლების მინიჭება შესაძლოა სტიმული გახდეს ახალი ფორმისა თუ შინაარსისთვის პოეზიაში. ჩმჭ. :) მადლობა, ნინო :-*
7. ბრადიაგა, შეიძლება მართალი ხართ, მაგრამ, რატომღაც სულ მახსოვს, რომ არსებობს, მაგ: "რატომ დამივიწყე შენ, მარიამ", "პლაცებოს ეფექტი" "აი, ეს ხეა მამაჩემი" და ავტორებს არ ვასახელებ). და წაკითხული უამრავი კონვენციური ლექსის არსებობაც არ მახსოვს ბრადიაგა, შეიძლება მართალი ხართ, მაგრამ, რატომღაც სულ მახსოვს, რომ არსებობს, მაგ: "რატომ დამივიწყე შენ, მარიამ", "პლაცებოს ეფექტი" "აი, ეს ხეა მამაჩემი" და ავტორებს არ ვასახელებ). და წაკითხული უამრავი კონვენციური ლექსის არსებობაც არ მახსოვს
6. სამწუხაროდ ვერლიბრი უნიჭოების თავშესაფრად გადააქციეს ამიტომაც გახდა ლექსის ეს ფორმა ასეთი პოპულარული....ნუ პოპულარული არა ხალხში არამედ ისევ უნიჭო პოეტებში სამწუხაროდ ვერლიბრი უნიჭოების თავშესაფრად გადააქციეს ამიტომაც გახდა ლექსის ეს ფორმა ასეთი პოპულარული....ნუ პოპულარული არა ხალხში არამედ ისევ უნიჭო პოეტებში
5. ასე მგონია, პოეზია ის არის, რასაც ავტირი წრფელი ემოციით ამბობს. წესებით და კანონებით შეფუთვა კი სათქმელს აწყალებს.
მობილურიდან ვწერ და კომენტარის დანაწევრება მომიხდა ასე მგონია, პოეზია ის არის, რასაც ავტირი წრფელი ემოციით ამბობს. წესებით და კანონებით შეფუთვა კი სათქმელს აწყალებს.
მობილურიდან ვწერ და კომენტარის დანაწევრება მომიხდა
4. ახლა კი, მომკალით და კონვენციური ლექსი დრომოჭმული მგონია. ბევრი ასეთი ლექსი მომწონებია, მაგრამ აღვიქვამ როგორც წარსულის გაცოცხლების მცდელობად. ახლა კი, მომკალით და კონვენციური ლექსი დრომოჭმული მგონია. ბევრი ასეთი ლექსი მომწონებია, მაგრამ აღვიქვამ როგორც წარსულის გაცოცხლების მცდელობად.
3. კონვენცირი ლექსის განუვითარებლობაზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ, ჩემი- ერთი მკითხველის დამოკიდებულება ასეთია: იმ დროს, როცა პოეზიით ვსულდგმულობდი (ასაკიდან გამომდინარე) ვერლიბრისშესახებ ყურმოკვრითაც არ ვიცოდი. კონვენცირი ლექსის განუვითარებლობაზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ, ჩემი- ერთი მკითხველის დამოკიდებულება ასეთია: იმ დროს, როცა პოეზიით ვსულდგმულობდი (ასაკიდან გამომდინარე) ვერლიბრისშესახებ ყურმოკვრითაც არ ვიცოდი.
2. კარგი მოწოდებაა ქალბატონო ნინო. მართლა მაინტერესრბს თქვენი აზრი ჩემს პოეზიაზე, რადგან ჯომპეტენტური ბრძანდებით. როგორც მახსოვს ჩემი მოტივები არ მოგეწონათ, მაგრამ რა იყო მისაღები ეგ აღარ ვიცი. მადლობა. კარგი მოწოდებაა ქალბატონო ნინო. მართლა მაინტერესრბს თქვენი აზრი ჩემს პოეზიაზე, რადგან ჯომპეტენტური ბრძანდებით. როგორც მახსოვს ჩემი მოტივები არ მოგეწონათ, მაგრამ რა იყო მისაღები ეგ აღარ ვიცი. მადლობა.
1. ეს ვერც მოვიწონე და ვერც დავეთანხმე მთელ რიგ რამებში)) ეს ვერც მოვიწონე და ვერც დავეთანხმე მთელ რიგ რამებში))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|