ანნა ახმატოვა - სხვისო ტყვევ! სხვისი განა მსურს რამე?
სხვისო ტყვევ! სხვისი განა მსურს რამე? ჩემი ტყვეების თვლითაც გავბეზრდი. მაშ, რად ვღებულობ ესდენ სიამეს მაგ ალუბლისფერ ბაგეთა მზერით?
შეურაცხმყოფდეს თუნდაც ლანძღვებით, მის სიტყვებში ჩანს ფარული ურვა, ვერ დამარწმუნებს ძალდატანებით, თითქოს სხვა ვინმე მგზნებარედ უყვარს!
ვერ დავიჯერებ ციურ ტრფიალზე ნებაყოფლობით უარს რომ ამბობს, სხვისით იღელვებს და გაილაღებს და შეაჩვენებს ჩემს მიძღვნილ ამბორთ.
14 აპრილი, 2020 წ.
Анна Ахматова - Пленник чужой! Мне чужого не надо
Пленник чужой! Мне чужого не надо, Я и своих-то устала считать. Так отчего же такая отрада Эти вишневые видеть уста?
Пусть он меня и хулит, и бесславит, Слышу в словах его сдавленный стон. Нет, он меня никогда не заставит Думать, что страстно в другую влюблен.
И никогда не поверю, что можно После небесной и тайной любви Снова смеяться и плакать тревожно И проклинать поцелуи мои.
1917
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|