#ლექსები
ეს - შემთხვევით ვიპოვე ახლა. მთლიანად არა და ერთი პასაჟი აქვს ეროტიკული. მე ხომ მეგობრისთვის ჩემს ეროტიკულ ლექსებს ვაგროვებ. სინამდვილეში - პოეტური ექსპლიკაციაა აზრისა, რომ “ცინიკური ადამიანები - რეალურად, არიან ისინი, ვინც ადრე ძალზე მგრძნობიარენი იყვნენ და ამის გამო დიდი სულიერი ტრამვა გადაიტანეს. ცინიზმის ნიღაბი - მათი თავდაცვითი იარაღია.” მე ხომ ნებისმიერ ლექსს აზრობრივ კარკასზე ვაგებ. დანარჩენს ყველაფერს ამ აზრს ვუხამებ, რასაც როგორ მოიხდენს - ჩემი აზრით. სულაც არაა საჭირო და სავალდებულო, სხვა ავტორებიც ასე იქცეოდნენ. უბრალოდ, ჩემი ინდივიდუალური ხელწერაა ასეთი.
ნინო დარბაისელი
ამბავი ჩემი დაბოლილი სიყვარულისა - - - - -
1. შენი ამბავიც გვითხარიო. ან მოსაყოლი რაღა არის, მაგრამ დღეს ისეთ ფავორშია ეს პოეტური ნარატივები, ერთსაც აიტანთ.
ალბათ მოელით, რომ შემოგტიროთ, რა დამემართა, როცა გავიგე, ჩემი მთავარი სიყვარული, დღემდე ცოცხლად რომ ვკითხულობდი, რახანია, მკვდარი ყოფილა; შემოგქვითინოთ, რომ ჩავუთქვი, იმის საფლავზე მარტოდმარტო ჩამოვჯდებოდი და გულის ქარსაც ამოვიღებდი... ნახეთ, რა კარგი სცენა გამოდის: ქალმა მიაგნო საყვარლის საფლავს.. (ზედ აკვდება პოეზიას, ოღონდ ძველებურს). ახლა რაღა დროს ეგენია! ესეც არ იყოს, პოეტი - მხოლოდ ლექსებში ვარ, ლექსებგარეთ კი ცხოვრებაა და ცხოვრებაში არსება ვარ მე ამორფული და დაბადებით ცინიკური ადამიანი.
2. შენი ამბავიც გვითხარიო... როგორ ვაქციო, ამბად, ასე?! - მე ერთხელ ერთმან ერთგან როგორ შემომიარა, შიგ გულში როგორ გამიარა, გადამიარა, და წლების მერე რომ ჩაიარა, სათვალიოდ სახსოვარიც არ დამრჩენია, უხმო სათქმელი კი გავაყოლე, როგორც საგზალი, კარის პარმაღთან ღამენთევი მასპინძელი რომ წამოგეწევა, რაიმე ხორაგს, იმდენი ხნით სუფრაზე ნადებს, გამოხვეულს უცებ ხელში რომ შემოგაჩეჩებს, შენ - ღიმილიან მადლობას იხდი, ზრდილობისთვის, მიმავალს კი ერთი სული გაქვს, თვალს მიეფარო, ნასუფრალისგან უცებ ხელი რომ გაიცალო. განა ცოტაა ირგვლივ ასეთი უამბო თუ უამბავო სიყვარულები? განა მე ცოტა წამომკიდეს? განა მე კი დიდხანს ვატარე?
3. როგორი იყო?! - საცრისოდენათვალებიანი. დღისით, შეხვედრილს - მაიგნორებდა. მხოლოდ ხანდახან მომაწყდებოდა იმისი ზარი. ბიბილოების გახურებამდე, ყურის ხრტილების დაბეჟვამდე მევედრებოდა, რომ მყვარებოდა, და მარწმუნებდა, რომ ერთადერთი ვეგულებოდი, თითო ლექსს ასჯერ მათქმევინებდა, ისეც მომხდარა, რომელიმეს ჩაგვძინებია, “-აქა ხარ? მისმენ?” - ჰო" მიკ ჯეგერი გვიყვარდა კიდევ და გვაგიჟებდა დოლი პარტონი: "ჯოლი, ჯოლიიი..." მერე ისევ იკარგებოდა. მერე და მერე არ არსებობდა მელოდია, რომელიც მისი ზურგის ნეკნების ქსილოფონზე ორი თითით ვერ ეწყობოდა. რა ბევრი უნდა კარგ მელოდიას, ერთი - სრულიად ამორფული, ერთიც - მორფული. ფული?! საფულე და პარკეტზე - ხურდის წკრიალი.
ჩემს სიზმრებშიაც გაიჯეჯილა. იმისი ბრალით იმის მერე ვერცერთ სიყვარულს ბოლომდე გემო ვერ ჩავატანე.
4. დღეს თითისტოლა ბავშვმაც კი იცის, როდესაც ვინმე ზუსტად მთვრალივით ლაპარაკობს და უსასრულოდ სასაცილო ეჩვენება ეს ცხოვრება და მთელი სამყარო, ღვინის სუნი კი არსაიდან გცემს, ეს სხვა რამეა. მე ამას როგორ შევესწრებოდი, ის გოგონა კი სუმთლად ბავშვი, ან თუნდაც გვიან დაქალებული, ცხოვრება ესე, აიდოსტის ძვალივით ხელში რომ შეატოვეს, რას მიხვდებოდა! ძირგამომურულ სადილის კოვზთან - სანთებელა, სადმე კუთხეში ან თაროზე! ერთხელ, მრავალჯერ- ეს საკითხავი კი არ არის, ეს პასუხია, ნიშანია! ეს არის წყევლა და საწყევარი, მაწყევარს - ვაი!
ვიდრე რაიმეს ინატრებდეთ, ნატვრის ძალისა გეშინოდეთ, ნატვრისას ძრწოდეთ, თორემ ისეთ დროს აგიხდებათ, ვაის შეგყრით და ვუი წაგიღებთ.
5. ესეც ფინალი! ხმით ამოვთქვი ის სიყვარული, ავახმიანე თუ ცხად-სიზმრული წარმოსახვანი გადმოვალაგე დავალაგე, სიტყვად ავახმე, და რაკი დროზე მოწეულ ხილად მე ვერ ვიგემე, დამწიფებული ჩამოვწყვიტე და ჩამოვკრიფე და მე, ჩემდა ჭირად, ჩირად გავახმე, ოდნავ მჟავეში არეული სიტკბო რომ არა, ის ნახილარი აბა, რაღას შეიხედება! სიცოცხლის წვენი - საბოლოოდ ამომშრალია, მაგრამ ის გემო, სიბრძნის გემო შორეული მაინც მოჰყვება, რომ ამა ქვეყნად “ვაი” და “ვუი” არიან მართლა ტყუპისცალები, მამა - ბრმაა და დედა - მუნჯი დაბადებიდან, ხოლო სახელად დედას იმას “ავაჰმე!” ჰქვია...
გესმის?! გეძახი! მე ვარ. - ავაჰმე!
ჰმ, მე როგორ დამეჯერება! რისი საფლავი, რა მეობა - ავაჰმეობა. როგორც ლამაზი, გაუთხოვრად ჩაბერებული, ადრე რომ სხვებზე უქოქოლია, გონს კი მოვეგე, მაგრამ გვიან, თავს-ღა ვიზღაპრებ, ვითომ ცხოვრება მეცა მქონია. ვითომ აქამდე სიყვარულის მელანქოლიით გული მეც მძიმედ ჩამიქოლია...
ვის მოეკითხოს, რომ ცხოვრებაში არსება ვარ მე ამორფული და ცინიკური ადამიანი!
2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. “ დაგვიანებული “ მილიონ ბოდიშს ვიხდი კომენტარში კორექტურებისთვის. ჯერ მე თვითონაც ვერა ვარ დაზღვეული, როცა უსათვალოდ ვარ, მერე ეს “ავტოკორექტორი მყავს” ისეთი დამხმარე, გასწორების მაგიერ, უკვე დაპოსტილში მიცვლის ტექსტში ასოებს, როგორც გაუხარდება. ამასაც ეშველებოდა, მესამე უბედურება რომ არ ერთვოდეს - გვიან იპოსტება კომენტარი, ამასობაში ჩასწორების დროითი ლიმიტიც მეწურება და ვეღარ ვშველი. “ დაგვიანებული “ მილიონ ბოდიშს ვიხდი კომენტარში კორექტურებისთვის. ჯერ მე თვითონაც ვერა ვარ დაზღვეული, როცა უსათვალოდ ვარ, მერე ეს “ავტოკორექტორი მყავს” ისეთი დამხმარე, გასწორების მაგიერ, უკვე დაპოსტილში მიცვლის ტექსტში ასოებს, როგორც გაუხარდება. ამასაც ეშველებოდა, მესამე უბედურება რომ არ ერთვოდეს - გვიან იპოსტება კომენტარი, ამასობაში ჩასწორების დროითი ლიმიტიც მეწურება და ვეღარ ვშველი.
5. დაგვიაბებული მადლობა ნინა, თეია! ეს ლექსი აღარც მახსოვდა, დაგვიაბებული მადლობა ნინა, თეია! ეს ლექსი აღარც მახსოვდა,
4. მე ერთხელ ერთმან ერთგან როგორ შემომიარა, შიგ გულში როგორ გამიარა, გადამიარა, და წლების მერე რომ ჩაიარა, სათვალიოდ სახსოვარიც არ დამრჩენია, უხმო სათქმელი კი გავაყოლე, როგორც საგზალი... **** ხანდახან რომ გვგონია, მხოლოდ ჩვენ გადაგვხდაო...
მე ერთხელ ერთმან ერთგან როგორ შემომიარა, შიგ გულში როგორ გამიარა, გადამიარა, და წლების მერე რომ ჩაიარა, სათვალიოდ სახსოვარიც არ დამრჩენია, უხმო სათქმელი კი გავაყოლე, როგორც საგზალი... **** ხანდახან რომ გვგონია, მხოლოდ ჩვენ გადაგვხდაო...
3. პატრონიც აქაა და მკითხველიც, :) მშვენიერი ლექსია, ფინალში მუხრუჭების ხმაც კი ჩამესმა, საკუთარი წარმოსახვისა :) ჰოდა, კარგი იყო :) პატრონიც აქაა და მკითხველიც, :) მშვენიერი ლექსია, ფინალში მუხრუჭების ხმაც კი ჩამესმა, საკუთარი წარმოსახვისა :) ჰოდა, კარგი იყო :)
2. მადლობა, ელადა, რომ თქვენ მაინც მესტუმრეთ ამ უპატრონოდ დაგდებულ ლექსთან. ამ ლექსში საინტერესო რაღაცეებია ნაკეთები. ფინალში - ერთი მუსიკალური ხერხი გამოვიყენე. მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკოსები მიმართავდნენ წარმატებით და სულ მინდოდა მესინჯა, ლექსში როგორ იმუშავებდა. თუ გინდათ უკეთ რამე გაიგოთ , სონატური ფორმის თეორია გაიხსენეთ ან დაგუგლეთ. უფრო დაუზარელნი პირდაპირ პროზაულ წყაროს მიმითითებდნენ ამ ლექსისა, რადგან ლამის ხელისგულზე დევს. ვინმეს - მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთი მუსიკალური შედევრიც გაახსენდებოდა. ვინმე თავზეხელაღებულს იქნებ პლაგიატორობაც დაებრალებინა... მოკლედ, სკანდალისთვის მოტივები უხვადაა. აი, რამდენს ვცდილობ, რომ ჩემმა მკითხველმა არ მოიწყინოს... თქვენ კი ,, შემო კლება არ აწყენდაო” გეხუმრებით, არ მიწყინოთ! ისე ვარ დარწმუნებული, რომ ამ ლექსს ახლიდან, დაკვირვებით წაიკითხავთ, როგორც ის ვიცი, რომ მე ვარ ნინო დარბაისელი! ...თუმცა, რა ვიცი, ვარ კია?
მადლობა, ელადა, რომ თქვენ მაინც მესტუმრეთ ამ უპატრონოდ დაგდებულ ლექსთან. ამ ლექსში საინტერესო რაღაცეებია ნაკეთები. ფინალში - ერთი მუსიკალური ხერხი გამოვიყენე. მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკოსები მიმართავდნენ წარმატებით და სულ მინდოდა მესინჯა, ლექსში როგორ იმუშავებდა. თუ გინდათ უკეთ რამე გაიგოთ , სონატური ფორმის თეორია გაიხსენეთ ან დაგუგლეთ. უფრო დაუზარელნი პირდაპირ პროზაულ წყაროს მიმითითებდნენ ამ ლექსისა, რადგან ლამის ხელისგულზე დევს. ვინმეს - მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთი მუსიკალური შედევრიც გაახსენდებოდა. ვინმე თავზეხელაღებულს იქნებ პლაგიატორობაც დაებრალებინა... მოკლედ, სკანდალისთვის მოტივები უხვადაა. აი, რამდენს ვცდილობ, რომ ჩემმა მკითხველმა არ მოიწყინოს... თქვენ კი ,, შემო კლება არ აწყენდაო” გეხუმრებით, არ მიწყინოთ! ისე ვარ დარწმუნებული, რომ ამ ლექსს ახლიდან, დაკვირვებით წაიკითხავთ, როგორც ის ვიცი, რომ მე ვარ ნინო დარბაისელი! ...თუმცა, რა ვიცი, ვარ კია?
1. ბალადა დაბოლილი სიყვარულზე, შემოკლება არ აწყენდა, დავიღალე სხვებს ვეღარ წავიკითხავ)) ბალადა დაბოლილი სიყვარულზე, შემოკლება არ აწყენდა, დავიღალე სხვებს ვეღარ წავიკითხავ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|