რა დაამთავრებს, თუ არ გინდა რა დაამთავრებს შენში იმედებს ხელახლა ბადებ... თავს ვერ იმეტებ ადრინდელი სიჩუმისათვის... შენვე ქსოვ ბადეს, ეხვევი შიგნით ცნობიერად, ჰო..იცი, იცი შეიძლება რომ ვერ გადარჩე ისე გეტკინოს, ისე გევნოს და მაინც ასე, შენ ჯიუტად აგრძელებ შენსას და სხვა დანარჩენს ეჩვენები ისე ბრწყინვალე, ისე ლაღი, თითქოსდა ფეთქავს გული მართლაც ბედნიერებით... რა დაამთავრებს, თუ არ გინდა რა დაამთავრებს?..