ალექსანდრე პუშკინი - ე.ი. ოგარიოვის ქალისადმი
რომელსაც მიტროპოლიტმა თავისი ბაღის ხილი გაუგზავნა
მიტროპოლიტმა - ურცხვმა, ფაფხურამ, მოგიძღვნა ხილი თვალისწამღები, როგორც ჩანს, ჩვენთვის იმის დასტურად, თვით იყო ღმერთი მისი ბაღების.
ხელგეწიფება მშვენიერ ქარიტს ყოველი - ძლევა ღიმით ძაბუნის, ჭკუიდან შეშლაც მოხუც მღვდელმთავრის - თითქოს მგზნებარე იყოს ჭაბუკი...
გიმზერს და გულის გახალისებით, ის თავის ჯვარსაც გადაივიწყებს, ნაზად უგალობს პარაკლისებით, შენს სილამაზეს არამიწიერს.
7 მაისი, 2020 წ.
Александр Сергеевич Пушкин – К ОГАРЕВОЙ, КОТОРОЙ МИТРОПОЛИТ ПРИСЛАЛ ПЛОДОВ ИЗ СВОЕГО САДУ
Митрополит, хвастун бесстыдный, Тебе прислав своих плодов, Хотел уверить нас, как видно, Что сам он бог своих садов.
Возможно все тебе — харита Улыбкой дряхлость победит, С ума сведет митрополита И пыл желаний в нем родит.
И он, твой встретив взор волшебный, Забудет о своем кресте И нежно станет петь молебны Твоей небесной красоте.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი თარგმანია 5
რა არის ქალი, მიტროპოლიტიც ააცუნდრუკა :)))
კარგი თარგმანია 5
რა არის ქალი, მიტროპოლიტიც ააცუნდრუკა :)))
1. "ღმერთი მისი ბაღების" ნიშნავს, მამაკაცური პოტენცია კიდევ გააჩნდა. ბერძნულ მითოლოგიაში ბაღების, მამაკაცური ძალის და ნაყოფიერების ღმერთად "პრიაპი" ითვლება. სწორედ ამაზეა აგებული ეს ეპიგრამაც.
В греческой мифологии бог садов (Приап) был богом плодородия и мужской силы. На этом сопоставлении и построена эпиграмма на митрополита который в 1817 г. был семидесятипятилетним стариком. "ღმერთი მისი ბაღების" ნიშნავს, მამაკაცური პოტენცია კიდევ გააჩნდა. ბერძნულ მითოლოგიაში ბაღების, მამაკაცური ძალის და ნაყოფიერების ღმერთად "პრიაპი" ითვლება. სწორედ ამაზეა აგებული ეს ეპიგრამაც.
В греческой мифологии бог садов (Приап) был богом плодородия и мужской силы. На этом сопоставлении и построена эпиграмма на митрополита который в 1817 г. был семидесятипятилетним стариком.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|