ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2020


წამიერება

"სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა".
                                          ხალხური

საცაა შეღამდება
ამ ვრცელ "შარაზე" თითქმის,
გაქრა რაც იყო, ქრება,
ქრება რაც არის ისიც.

თმა-წვერი იფიფქება,
დროც აღარ რჩება ფიქრის,
გაქრა რაც იყო, ქრება,
ქრება რაც არის ისიც.
                           
                            2020. 6/I
           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები