ნინო დარბაისელი
ეტიუდი წილხვედრობისა - - -
შენ არაგვო, თეთრ-შავაო და შენც, დამსხვრეულო თერგო, რა იცოდა ღვთისმშობელმა, თურმე საქართველო ერგო! წინაპართა საცხოვრისში ჩარჩენილო ხორბლის დერგო; ენერგიავ, თითო გოჯში ჩაქცეულო ასო ერგო, ნუ ილევი, მტრის გზა-კვალი დღესაც უნდა გადახერგო! რაც მტარვალმა მიიტაცა, ჩვენი ცოდვით არ შეერგო. ახლა მაინც ახეხილდი, შორით გადმორგულო ნერგო! წილხვედრი ვართ ღვთისმშობლისა, ღვთისგან საქართველო ერგო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მშვენიერია, მშვენიერია,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|