 | ავტორი: ბე რო ჟანრი: პოეზია 12 მაისი, 2020 |
შორს მიმავალნი გვეძახიან, გველიან ჰელენ, ათას რამეზე საუბრობენ იხოცებიან, და კოშმარებში ბავშვები რომ კედლებზე წერენ, წერენ და ისე უყურებენ როგორც ცოფიანს...
და გზებს ხატავენ, გასაქცევად ნისლებს ებრძვიან, ქარებს უსწრებენ მთებს გადიან ზღვაში ცურავენ, ნახეთ დაღლილნი ზღვის ნაწნავზე როგორ წვებიან, და ძირს დაცემულ მთვარეს წიხლებს როგორ ურტყამენ.
და ნაწილ ნაწილ ბოლო მარცვალს ინაწილებენ, წრეზე დადიან ჩურჩულებენ არ იღლებიან, თუ ამ სიზმრიდან კოშმარამდე მიგვაცილებენ, კოშმარს იქითაც წაგვიყვანენ, გაგვიძღვებიან.
სადაც ძველ სიზმრებს სხვა კედელზე სხვაგვარად წერენ... და უფრო ახლოს ჩაივლიან შავი მხედრები, შორს მიმავალნი თქვენ გიცდიან, გელიან ჰელენ, და მორიგ ღამეს უთქვენობას მარტო შევხვდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჯანო გაიხარე ჯიმა ჯანო გაიხარე ჯიმა
8. ჯანო გაიხარე ჯიმა ჯანო გაიხარე ჯიმა
7. გაიხარე ძმა ეგ ძველი კექსია მერე არც არაფერი შემიცვლია იყოს ის რითმა მასე არ მიყვარს პლასტიკური ოპერაციები გაიხარე ძმა ეგ ძველი კექსია მერე არც არაფერი შემიცვლია იყოს ის რითმა მასე არ მიყვარს პლასტიკური ოპერაციები
6. ,,ზატო“ +5 და წარმატებები ;* ,,ზატო“ +5 და წარმატებები ;*
5. მიხარია აქ რომ გხედავ, ბერო. ცურავენ-ურტყამენ ცუდი რითმაა, რამე მოუხერხე.
ჰელენის მომენტები მომწონს სხვა კარგი მომენტებიც არის...
მიხარია აქ რომ გხედავ, ბერო. ცურავენ-ურტყამენ ცუდი რითმაა, რამე მოუხერხე.
ჰელენის მომენტები მომწონს სხვა კარგი მომენტებიც არის...
4. ხო არასდროს გამოგვდიოდა:) ხო არასდროს გამოგვდიოდა:)
3. მევთქვი რამე ჭკვიანურს დავუწერ, მაგრამ ხომ იცი ეგეთები არ გამოგვდის :D მევთქვი რამე ჭკვიანურს დავუწერ, მაგრამ ხომ იცი ეგეთები არ გამოგვდის :D
1. ქართულ სახელებს ვერ იხდენს ქართული ლექსი :)
კარგი ფრაზებია ტექსტში.
ქართულ სახელებს ვერ იხდენს ქართული ლექსი :)
კარგი ფრაზებია ტექსტში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|