ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2020


წერილები საკნიდან-2

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ცხოვრება ზოგჯერ სამკუთხედი არის ბერმუდის,
უნდა მოხიკო, რაც კი რამ გაქვს, ბარგი-ბარხანა,
დასახლდე სოფლად, მოიყვანო ქინძი, ტარხუნა,
საღამოს იჯდე ბუხართან და წრუპო ხვანჭკარა,
დილაობით კი ბაღი მორწყა, არ დაამჭკნარო,
არც რა გოგრა და არც რა კიტრი, არც რა ლობიო
და ერთ შუკაში მოაქციო მთელი მსოფლიო,
სრულიად უხმოდ, უხმაუროდ, დინჯად მოხუცდე,
უჰაერობა რომ არ გკლავდეს განივ კორპუსთა,
ხველას კი მხოლოდ იგი გგვრიდეს, წეკო რომ წიო,
ნუ შეანელებ, მოუმატე დილით მოციონს!
პასტორალებს ვწერ, რომ ვუყურებ, წერილს კი არა,
წყალს წაუღია ნუაქშოტი, დელი, კაირო,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ცხოვრება ზოგჯერ სამკუთხედი არის ბერმუდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები