ალექსანდრე პუშკინი - თუ ვხეტიალობ ქუჩაბანდებში
თუ ვხეტიალობ ქუჩაბანდებში, ან ვუერთდები საყდრის მლოცველებს, ან შლეგ ჭაბუკთა შორის დავჯდები, მსწრაფლ მივეცემი ყველგან ოცნებებს.
ვიტყვი: გავა დრო და ხელაღებით, თუმც გარს გვეხვევა ხალხი მილეთის, მარადისობის გვშთანთქავს თაღები და ახლაც განსვლის დროა ვიეთნის.
როცა შევცქერი ეულ ბერმუხას, ვფიქრობ: გაუძლებს ტყის პატრიარქი, ჩემს საუკუნეს, ვით ვერ შემუსრა, ის საუკუნემ ჩემი წინაპრის.
თუ ვეფერები სათუთ პატარას, თავს დავიტუქსავ გულაყრილობით, გამოთხოვების ჟამი დამდგარა: მე ხრწნის ჟამი მაქვს, შენ ყვავილობის.
ყოველ დღესა და ყველა წელიწადს ვემშვიდობები, როგორც ტარიგი, მინდა შევიტყო ბედისწერისგან მის სამსხვერპლოზე ასვლის თარიღი.
ბოლოს მომიღებს ბედის ლახვარი ბრძოლაში, ზღვაში, თუ ტყის ნაპირას? ან მახლობელი გორასამარხი გაყინულ ცხედარს გულში ჩაიკრავს?
გვამი იქნება თუმც უგრძნობელი საბოლოოდ სად გაცამტვერდება, - მე მირჩევნია მიწა მშობელი ჩემს საუკუნო განსასვენებლად.
დე, სამარის წინ დატკბეს ყოველთვის ნორჩი სიცოცხლე ბედნიერებით, ხოლო ბუნება აღუშფოთველი ბრწყინავდეს უჭკნობ მშვენიერებით!
28 მაისი, ამაღლება, 2020 წ.
Александр Сергеевич Пушкин – Брожу ли я вдоль улиц шумных
Брожу ли я вдоль улиц шумных, Вхожу ль во многолюдный храм, Сижу ль меж юношей безумных, Я предаюсь моим мечтам.
Я говорю: промчатся годы, И сколько здесь ни видно нас, Мы все сойдем под вечны своды - И чей-нибудь уж близок час.
Гляжу ль на дуб уединенный, Я мыслю: патриарх лесов Переживет мой век забвенный, Как пережил он век отцов.
Младенца ль милого ласкаю, Уже я думаю; прости! Тебе я место уступаю: Мне время тлеть, тебе цвести.
День каждый, каждую годину Привык я думой провождать, Грядущей смерти годовщину Меж их стараясь угадать.
И где мне смерть пошлет судьбина? В бою ли, в странствии, в волнах? Или соседняя долина Мой примет охладелый прах?
И хоть бесчувственному телу Равно повсюду истлевать, Но ближе к милому пределу Мне все б хотелось почивать.
И пусть у гробового входа Младая будет жизнь играть, И равнодушная природа Красою вечною сиять.
1829
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|