ნინო დარბაისელი
ფოლიანტური - - - - - - - -
ფოლიანტიო, ფოლიანტი! ეს სიტყვა რაღაც, ჟამთასვლისაგან შმორის სუნნაკრავ უზარმაზარ წიგნს არა და ზამთრისპირს ყუნწზე მოქანავე კენტ ფოთოლს უნდა ერქვას სახელად ან გაზაფხულზე ია-იებით მოჩითულ მდელოს, ან მოფარფატე პეპლის ფრთაზე ძნელად შესამჩნევ ფერის ნიუანსს, ან თოვლის ფანტელს, ტრიალ-ტრიალით, ნება-ნება რომ ესვენება ან დილით ადრე ბალახის ღერის დახრილ წვერზე მოქანავე ერთ წვეთს ნამისა, ჩამოვარდნამდე სხივმოთამაშეს ბრილიანტივით. ან ჩვენი დევნით გადაღლილი და პატრონთან გაფრენილი ანგელოზის ოქროს მანტიას. სიტყვა და სიტყვა, სიტყვა, სიტყვები!
განა იმისთვის არ არსებობს ქვეყნად პოეტი, რომ ერთმანეთთან სამუდამოდ დააკავშიროს ის საგნები და მოვლენები, ხმები, რხევები, სხვამ რომ ვერავინ მოიხელთა, და ამოავსოს პირდაფჩენილი უფსკრულები საგნებსა და გადაკარგვამდე დაშორებულ სახელებს შორის? სიტყვა და სიტყვა, სიტყვა, სიტყვები!
პოეზიის მთელი სიტყვარი და ამ სიტყვარით გაყვანილი გვირაბები, ხიდები და კიბეები და აგებული გოდოლები - ეს გადაარჩენს ყოფის ლაფისგან იმას, რაც ჩვენში დარჩენად ღირდა, თუკი თვითონაც ჟამთა სიავეს გადაურჩება? სიტყვა, სიტყვები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა მუხა. მართლაც საინტერესო ინფორმაციაა. ტრიპოლიატის/ტრიფოლიატის და არა ტრიპოლიანტის (!) ამბავი რომ მცოდნოდა, რამენაირად გამოვიყენებდი ლექსში, მიუხედავად შიგ ” ნ”- ნარის არარსებობისა. შენიშნავდით უთუოდ, სახეები აქ ძირითადად ბგერწერულ თანახმიერებაზეა დაყრდნობილი: ფოლიანტი- ფარფატი- ფანტელი- მანტია- ბრილიანტი და ასე შემდეგ. ტექსტთან ასვლა ტექნიკურად არ მიხერხდება პოსტვისას და ზეპირად რაც მახსოვს, ისე ვწერ, ამიტომ მაპატიეთ, თუ დავაკელი, ან რაიმე ზედმეტი ვთქვი, რაც თავიდან, სამუშაო ვარიანტში მქონდა და საბოლოოში ვერ მოხვდა. (აქ დიდი წითელი გულის და ვარდის ემოჯი მინდა დაგიტოვოთ, მაგრამ არ ვიცი, როგორ ხდება). მადლობა მუხა. მართლაც საინტერესო ინფორმაციაა. ტრიპოლიატის/ტრიფოლიატის და არა ტრიპოლიანტის (!) ამბავი რომ მცოდნოდა, რამენაირად გამოვიყენებდი ლექსში, მიუხედავად შიგ ” ნ”- ნარის არარსებობისა. შენიშნავდით უთუოდ, სახეები აქ ძირითადად ბგერწერულ თანახმიერებაზეა დაყრდნობილი: ფოლიანტი- ფარფატი- ფანტელი- მანტია- ბრილიანტი და ასე შემდეგ. ტექსტთან ასვლა ტექნიკურად არ მიხერხდება პოსტვისას და ზეპირად რაც მახსოვს, ისე ვწერ, ამიტომ მაპატიეთ, თუ დავაკელი, ან რაიმე ზედმეტი ვთქვი, რაც თავიდან, სამუშაო ვარიანტში მქონდა და საბოლოოში ვერ მოხვდა. (აქ დიდი წითელი გულის და ვარდის ემოჯი მინდა დაგიტოვოთ, მაგრამ არ ვიცი, როგორ ხდება).
5. ფოლიანტიო, ფოლიანტი! ეს სიტყვა რაღაც, ჟამთასვლისაგან შმორის სუნნაკრავ უზარმაზარ წიგნს არა და ზამთრისპირს ყუნწზე მოქანავე კენტ ფოთოლს უნდა ერქვას სახელად ან
ნინო ძვირფასო, შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტყვას " ფოლიანტი" -სხვა მნიშნელობა ქონდეს, გერმანელები ამბობენ , დიდი ფორმატის უზარმაზარ წინგს ნიშნავსო. როგორც (მაგალითად სიტყვა " მეხი"-პოლონურად ხავს ნიშნავს,)
მე უფრო თქვენს ვერსიას ვიზიარებ, ასევე საინტერესოა ისიც ,რომ სხვათაშორის, გურიაში არის მარად მწვანე ბუჩქი, რომელსაც ღობის (საზღვრის) მაგივრობას ასრულებს და ამ მწვანე ბუჩქს ქვია- ტრიფოლიანტი, დააკვირდი" ტრი ფოლიანტი", საიდან მოვიდა გურიაში ან საიდანაა ეს სახელი არ ვიცი არაფერი. იზრდება მეტრნახევრამდე, აქვს კარგი მწვანე ფოთლები და პატარა თხილისოდენა ნაყოფი,რომელიც საკვებად უვარგისია, მაგრამ მგონი ქიმიაში იყენებენ. თქვენ ყურადღებიანი რომ ხართ, იმიტომ დავწერე ეს კომენტარი ფოლიანტიო, ფოლიანტი! ეს სიტყვა რაღაც, ჟამთასვლისაგან შმორის სუნნაკრავ უზარმაზარ წიგნს არა და ზამთრისპირს ყუნწზე მოქანავე კენტ ფოთოლს უნდა ერქვას სახელად ან
ნინო ძვირფასო, შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტყვას " ფოლიანტი" -სხვა მნიშნელობა ქონდეს, გერმანელები ამბობენ , დიდი ფორმატის უზარმაზარ წინგს ნიშნავსო. როგორც (მაგალითად სიტყვა " მეხი"-პოლონურად ხავს ნიშნავს,)
მე უფრო თქვენს ვერსიას ვიზიარებ, ასევე საინტერესოა ისიც ,რომ სხვათაშორის, გურიაში არის მარად მწვანე ბუჩქი, რომელსაც ღობის (საზღვრის) მაგივრობას ასრულებს და ამ მწვანე ბუჩქს ქვია- ტრიფოლიანტი, დააკვირდი" ტრი ფოლიანტი", საიდან მოვიდა გურიაში ან საიდანაა ეს სახელი არ ვიცი არაფერი. იზრდება მეტრნახევრამდე, აქვს კარგი მწვანე ფოთლები და პატარა თხილისოდენა ნაყოფი,რომელიც საკვებად უვარგისია, მაგრამ მგონი ქიმიაში იყენებენ. თქვენ ყურადღებიანი რომ ხართ, იმიტომ დავწერე ეს კომენტარი
4. ნიკი, აქვე დავდებდი, მაგრამ ვითვალისწინებ ერთ გარემოების. ავტორთა უმეტესობას თავი შეუმცდარი ჰგონია და ჯერ არ იცის, რომ ჩვენ, ყველანი ვუშვებ თ შეცდომებს. დღეს არ იცი რამე? დიდი ამბავი, ხვალ გეცოდინება, თუ მოინდომებ და შენიშვნა პირად შეურაცხყოფად კი არ უნდა მიიღო, მადლიერი უნდა იყო, რომ ყურადღება მიგაქცევინეს
პირადში გადმოგიგდებთ ერთ ლინკს და იმედი მაქვს, კომენტარიანებად გაეცნობით. ისე კი, უმარტივესად, აქ ძიებაში შეიყვანეთ სიტყვა ,,ფოლიანტები” და უამრავ სახალისო ნიმუშს ნახავთ. ნიკი, აქვე დავდებდი, მაგრამ ვითვალისწინებ ერთ გარემოების. ავტორთა უმეტესობას თავი შეუმცდარი ჰგონია და ჯერ არ იცის, რომ ჩვენ, ყველანი ვუშვებ თ შეცდომებს. დღეს არ იცი რამე? დიდი ამბავი, ხვალ გეცოდინება, თუ მოინდომებ და შენიშვნა პირად შეურაცხყოფად კი არ უნდა მიიღო, მადლიერი უნდა იყო, რომ ყურადღება მიგაქცევინეს
პირადში გადმოგიგდებთ ერთ ლინკს და იმედი მაქვს, კომენტარიანებად გაეცნობით. ისე კი, უმარტივესად, აქ ძიებაში შეიყვანეთ სიტყვა ,,ფოლიანტები” და უამრავ სახალისო ნიმუშს ნახავთ.
3. მოგესალმებით ქალბატონო ნინო შეგიძლიათ იმ ლექსის ორიგინალი დადოთ კომენტარებში? მოგესალმებით ქალბატონო ნინო შეგიძლიათ იმ ლექსის ორიგინალი დადოთ კომენტარებში?
1. ეს ლექსი, რომელიც თავისებურ პაროდიად შეიძლება იქნას გააზრებული, კონკრეტული გარემოების გამო დაიწერა. არაერთი თანამედროვე პოეტი არასწორი მნიშვნელობით იყენებს სიტყვას ,, ფოლიანტი” და კომიკური შთაბეჭდილება ექმნება სიტყვის მნიშვნელობის მცოდნე მკითხველს.
ეს ლექსი, რომელიც თავისებურ პაროდიად შეიძლება იქნას გააზრებული, კონკრეტული გარემოების გამო დაიწერა. არაერთი თანამედროვე პოეტი არასწორი მნიშვნელობით იყენებს სიტყვას ,, ფოლიანტი” და კომიკური შთაბეჭდილება ექმნება სიტყვის მნიშვნელობის მცოდნე მკითხველს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|