ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2020


რეტრო ქალაქური

ნინო დარბაისელი

რეტრო ქალაქური
- - - -

ო, როგორი წლები გამომატარე,
ლხინი - ცოტა, ჭირი - ცრემლთა დამდენი.
რაც დრო გადის,  იცის ადამიანმა,
რა სჭირდება, რა უნდა და რამდენი.

რა კოშკების ვნახე გაცამტვერება,
არახდენა უვადო, ვადამდელი!
იგივეა, თურმე  დღე დღევანდელი,
მზიანობა და  თოვლი - შარშანდელი.

ო, რამდენი ვამტვრიე თუ ვარღვიე,
დაგებული მახენი და ბადენი!
ახლა ცოტაც დამაცადე, წერაო,
ვიდრე მოხვალ, მეც იმქვეყნად გამდენი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები