ნინო დარბაისელი
ტაგმა ატაქტონი - - - - - გადმოგვცემენ, - თურმე, რომ დაეცვა ჯარი, რომ ჰქონოდა დღენი უხრიკ-უკვანტონი, მაკედონელს ჰყავდა რაზმი უწესოთა, შენაერთი ერთი - “ტაგმა ატაქტონი”. უწესოებს მოსდგამთ სხვათა გადარევა, ანარქიას თესენ, ერთად თუ მარტონი; სადაც გინდა იყვნენ, აურევენ ჯარას, ტანთ ემოსოთ გინდაც ტოგა თუ ქიტონი. ეცემიან გუნდად, თუკი აჰყვებიან ქალაქები დიდი, თუნდა სატახტონი. ასეთია მარად წესი უწესოთა, მოსდგამთ ქცევა ხისტი და უკმეხი ტონი, ვერად იგუებენ ვინმეს უფროსობას, მარად უტიფარნი, მარად უტაქტონი; თუ შეეხო ვინმე იმათ ქედმაღლობას, შეებმიან მწარედ, გუნდად თუ მარტონი, ხოლო რაწამს ბრძოლას მოიგებენ ცხარეს, შესცქერიან შურით ხენი უტოტონი, მაგრამ მალე თავად ირხევიან ქარში, როგორც ხეთა შტონი ანუ ნედლი რტონი, ვერ გაძლებენ დიდხანს უხმლო-ულახტონი, თუ არ აზის თავზე მეფე და ბატონი.
იბრძვის, იბრძვის, იბრძვის ბერი იბერია, შინ და გარეთ იბრძვის, იბრძვის, იქაჩება, ავსაც ეურჩება, კარგსაც ეურჩება, წინ - ვერ მიდის, რაღაც უკან ექაჩება, უკან - ვერ ბრუნდება, წყლულიც არ ურჩება, სულ ერთ ადგილს ტკეპნის, ერთ ადგილზე რჩება, თუ გადაურჩება ბოლო გადარჩევას, თუ შეუშრა თვალნი ცრემლით დანალტონი, კვლავ დარჩება იმად, რაც ყოფილა მარად - ტაგმა ატაქტონი, ტაგმა ატაქტონი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან, ძალიან მომეწონა და ძალია საინტერესი ოყო. ძალიან, ძალიან მომეწონა და ძალია საინტერესი ოყო.
3. მადლობა ჯონათან ზოგ ჯარში ეს წესი დღემდე გამოიყენება. გავიხსენოთ თუნდაც ,, შტრაფნოი ბატალიონი”
https://ru.m.wikipedia.org/wiki/Штрафные_воинские_подразделения მადლობა ჯონათან ზოგ ჯარში ეს წესი დღემდე გამოიყენება. გავიხსენოთ თუნდაც ,, შტრაფნოი ბატალიონი”
https://ru.m.wikipedia.org/wiki/Штрафные_воинские_подразделения
2. ნამდვილად უცხო ინფორმაცია იყო "ტაგმა ატაქონი", უცხო და საგულისხმო.
"წესი უწესოთა"....
მაინცდამაინც რთულადაც არ მომჩვენებია.
ნამდვილად უცხო ინფორმაცია იყო "ტაგმა ატაქონი", უცხო და საგულისხმო.
"წესი უწესოთა"....
მაინცდამაინც რთულადაც არ მომჩვენებია.
1. მონორაიმია, ტექნიკურად - რთული, თავისებური რეკორდია მასში ამ მხრივ. სათქმელი - არცთუ სასიამოვნო აქვს. თან რაღაც უცხო ინფორმაციაც უდევს საფუძვლად, დსმაბნეველი. მე პირადად, დიდად არ მხიბლავს. გასაგებია, რომ კომენტირება უჭირს მკითხველს. მონორაიმია, ტექნიკურად - რთული, თავისებური რეკორდია მასში ამ მხრივ. სათქმელი - არცთუ სასიამოვნო აქვს. თან რაღაც უცხო ინფორმაციაც უდევს საფუძვლად, დსმაბნეველი. მე პირადად, დიდად არ მხიბლავს. გასაგებია, რომ კომენტირება უჭირს მკითხველს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|