ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2020


სტილი დაცულია

ნინო დარბაისელი

სტილი დაცულია
- - -

ქმარი- მოძალადე,
ცოლი - მომსახურე,
მოყვანამდე  - ყველა
წმინდა ქალწულია;
ქორწილით მთავრდება
ქალის დედოფლობა,
სტილი დაცულია,
სტილი დაცულია.

გადის ქმარი გარეთ
გაკრიალებული,
ცოლი - მოუვლელი
და დაბანძულია.
აი, ასეთია
ლამის საქართველო,
სტილი დაცულია,
სტილი დაცულია!

ქმარი - მხარ-თეძოზე,
ცოლი - ფეხისწვერზე,
მოაქვს, თუ სად შემწვარ
და მოხრაკულია,
ქმარი მის მოზიდულს
ეზიდება გარეთ,
სტილი დაცულია,
სტილი დაცულია!

ქმარი - მაჩო დიდი,
ცოლი - მორჩილია,
ქმართა იარაღი
დანა და ცულია,
მთავარია, წკრუმი
არ გავიდეს გარეთ!
სტილი დაცულია,
სტილი დაცულია!

დაიცადე,  ქალო,
დაბერდები მალე,
შეერთვები იმათ,
ვინც დაქანცულია;
სილამაზე ვისიც
მთლად გაძარცულია;
დაგიდგება მხარში
ძეა თუ წულია.
თურმე, ქართველები -
აღმერთებენ დედას.
სტილი დაცულია,
სტილი დაცულია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები