ნინო დარბაისელი
მაისური - - - -
იქნებ იმიტომ, რომ ჩემოდანში არ გეტეოდა, ჩალაგებულზე მოკლემკლავება, პირისფერი მაისური დაკეცილებს გამოაცალე და მითხარი: ,ეს - შენი იყოს”.
და ჩემი იყო ის მაისური, როცა სარეცხი ფხვნილის სუნს იქით, სადღაც, მეათე ფაზის ზემოთ შენს სუნს ამხელდა, მონატრებულზე ღამისპერანგად რომ ჩავიცვამდი და მუხლისთავებს მიფარავდა.
და ჩემი იყო ის მაისური, მაშინაც, როცა პიჟამოიანს ბალიშქვეშ, ხელის შეყოფაზე შეგულებული სიზმრებს პირისფრად მიფერადებდა.
და ჩემი იყო ის მაისური, როცა შენ ჩემი აღარ იყავი, ან უფრო ზუსტად აღარ ვიყავით ერთმანეთისა, თუ სიყვარულში რამე სიზუსტე დასაშვებია.
მერე, როგორც ასეთ დროს ხდება, რაც გვაერთებდა, მიყოლებით ყველაფერი ჩამოვიშორე, ის კი უბრალოდ, მიიკარგა, დაიკარგა, გაქრა, გაფრინდა. ალბათ ღამის ქარმა წაიღო ან არ წაიღო, პირისფერი - იმ უადგილო სიზმრებში ჩამრჩა, სადაც მოდიხარ და მეუბნები:
- იცი, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ რა გვექნა, არც სიყვარულის ენა ვიცოდით, ერთმანეთამდე ანბანიც კი არ გვისწავლია და ვწვალობდით ცალ-ცალკე და ერთმანეთიც გავაწვალეთ გამწარებამდე. ის, რაც ვიცოდით და ვიყენებდით, სხვა ენა იყო და სიძულვილით სიყვარული გამოგვდიოდა. ან ახლა, როცა სიყვარულის ენა ვისწავლეთ, რა გვაქვს სათქმელი?
გპასუხობ ისე, თითქოს რა თქვი, არც გამიგია: (რაც განუწყვეტლივ გაცოფებდა):
“- მიმოიხედე! პირისფერია ჩვენი ფონი - სასაფლაოზე ჩუმად მოწყვეტილ მაისის ვარდში ზვინისფერი რომ გაურიო, ოღონდ ცრემლით არ გააწყალო ...”
და ამ დროს დილა - პირგასამტეხლო ზურგიდან მხვდება, თვალს არ გავახელ, იქნებ სიზმარი ჩავიტრიალო და შენს პირისფერ ფონს დავეწიო.
ან რაღად მინდა! უენობა სჯობს, თუ ენა იცი, სათქმელი კი არაფერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეხლა ცხვირისფერ ლექსს დავწერ და ერთი არ მოხიბლულხართ:))))) ეხლა ცხვირისფერ ლექსს დავწერ და ერთი არ მოხიბლულხართ:)))))
9. უენობა სჯობს, თუ ენა იცი, სათქმელი კი არაფერია.
:O +5 უენობა სჯობს, თუ ენა იცი, სათქმელი კი არაფერია.
:O +5
8. მადლობა მუხა, ანანე, ჯონათან, მზიანე, წეროს თოვლი და ვანანო! ვანანო, რა საინტერესო შენიშვნაა! ვიფიქრებ ამაზე. ეს ლექსი ახალი არ არის, შემთხვევით ვიპოვე, არ მგონია, სადმე გამოქვეყნებული იყოს და მით უმეტეს კრებულში, რომელიც ათი წელია, აღარ გამომიცია. გამოქვეყნებულ-გამოცემულიც რომ მქონდეს, ლექსი ჩემია და რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავხვეწ ყოველ ახალ გამოქვეყნებაზე... ოღონდ აბა, დავუკვირდეთ ფინალური ბრმა სიტყვა “პირგასამტეხლოსთან” - ხომ არ გამიწყდება? ვენდო მკითხველის პირველ შთაბეჭდილებას ა და მეხსიერებას იმდენად, რომ ამ ცოტა არ იყოს, ვრცელ ლექსში ბოლომდე გაჰყვება “პირისფერის” ექო და “პირგასამტეხლომდე” მიაღწევს? დილა - პირგასამტეხლო კი, ავტორის ჩანაფიქრით ჯარიმაა, საზღაურია, რომელიც რეალობას უნდა გაუსტუმროს ადამიანმა. სადღაც, მეორე პლანიდან იქნებ სუბიექტური მომენტიც გამოსჭვიოდეს პირგასამტეხლო - შენი მხრიდან პირობის დარღვევის (აქ- სიყვარულის, რომანტიულობის ან რაღაც ასეთის დარღვევის) გამო გაჩენილი გადასახადია. ანუ დაშორება ქალის გადაწყვეტილად ივარაუდება) რატომ ხვდება პირგასამტეხლო ზურგიდან და არა პირისპირ? პირისპირ შემოყრილი განსაცდელი, რეალობა - საცნობია, გამოსაცნობია და შეგიძლია, შეებრძოლო კიდეც, ხოლო ზურგი - დაუცველი გვაქვს, თუ ცხოვრებას, რეალობას ვაქციეთ.
მადლობა მუხა, ანანე, ჯონათან, მზიანე, წეროს თოვლი და ვანანო! ვანანო, რა საინტერესო შენიშვნაა! ვიფიქრებ ამაზე. ეს ლექსი ახალი არ არის, შემთხვევით ვიპოვე, არ მგონია, სადმე გამოქვეყნებული იყოს და მით უმეტეს კრებულში, რომელიც ათი წელია, აღარ გამომიცია. გამოქვეყნებულ-გამოცემულიც რომ მქონდეს, ლექსი ჩემია და რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავხვეწ ყოველ ახალ გამოქვეყნებაზე... ოღონდ აბა, დავუკვირდეთ ფინალური ბრმა სიტყვა “პირგასამტეხლოსთან” - ხომ არ გამიწყდება? ვენდო მკითხველის პირველ შთაბეჭდილებას ა და მეხსიერებას იმდენად, რომ ამ ცოტა არ იყოს, ვრცელ ლექსში ბოლომდე გაჰყვება “პირისფერის” ექო და “პირგასამტეხლომდე” მიაღწევს? დილა - პირგასამტეხლო კი, ავტორის ჩანაფიქრით ჯარიმაა, საზღაურია, რომელიც რეალობას უნდა გაუსტუმროს ადამიანმა. სადღაც, მეორე პლანიდან იქნებ სუბიექტური მომენტიც გამოსჭვიოდეს პირგასამტეხლო - შენი მხრიდან პირობის დარღვევის (აქ- სიყვარულის, რომანტიულობის ან რაღაც ასეთის დარღვევის) გამო გაჩენილი გადასახადია. ანუ დაშორება ქალის გადაწყვეტილად ივარაუდება) რატომ ხვდება პირგასამტეხლო ზურგიდან და არა პირისპირ? პირისპირ შემოყრილი განსაცდელი, რეალობა - საცნობია, გამოსაცნობია და შეგიძლია, შეებრძოლო კიდეც, ხოლო ზურგი - დაუცველი გვაქვს, თუ ცხოვრებას, რეალობას ვაქციეთ.
7. სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე თქვენს ლექსებსაც და თარგმანებსაც - აქაც და ფბ.ზეც. უჩვეულოა - ყველაზე ამაღელვებელი და შმაგი თემაც კი ისე რაღაცნაირად ,,რბილად '' გამოძერწილი მოგაქვთ მკითხველამდე, რომ ფორიაქის ნაცვლად სიმშვიდეს ვგრძნობ...
სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე თქვენს ლექსებსაც და თარგმანებსაც - აქაც და ფბ.ზეც. უჩვეულოა - ყველაზე ამაღელვებელი და შმაგი თემაც კი ისე რაღაცნაირად ,,რბილად `` გამოძერწილი მოგაქვთ მკითხველამდე, რომ ფორიაქის ნაცვლად სიმშვიდეს ვგრძნობ...
6. პირისფერის გამეორება ცოტა მეზედმეტა, რადგან ძალას კარგავს. პირველად მოტანილ ეფექტს აუფერულებს. პირისფერის გამეორება ცოტა მეზედმეტა, რადგან ძალას კარგავს. პირველად მოტანილ ეფექტს აუფერულებს.
5. “პირისფერი” სულმახსენებს ბავშვობისდროინდელ დღეებს, ამბებს, ადამიანებს.
ძალიან მომეწონა..
“პირისფერი” სულმახსენებს ბავშვობისდროინდელ დღეებს, ამბებს, ადამიანებს.
ძალიან მომეწონა..
4. "პირისფერია ჩვენი ფონი - სასაფლაოზე ჩუმად მოწყვეტილ მაისის ვარდში ზვინისფერი რომ გაურიო, ოღონდ ცრემლით არ გააწყალო ...”-
რა საოცარი ახსნაა პირისფერის .
და რა კარგი პოეზიაა!
"პირისფერია ჩვენი ფონი - სასაფლაოზე ჩუმად მოწყვეტილ მაისის ვარდში ზვინისფერი რომ გაურიო, ოღონდ ცრემლით არ გააწყალო ...”-
რა საოცარი ახსნაა პირისფერის .
და რა კარგი პოეზიაა!
3. თითქოს მახსოვდა ეს ლექსი, ადრეც იდო აქ, ან ფეისბუქიდან ჩამრჩა კარგია! თითქოს მახსოვდა ეს ლექსი, ადრეც იდო აქ, ან ფეისბუქიდან ჩამრჩა კარგია!
2. ოღონდ ცრემლით არ გააწყალო...
ფინალი ზუსტი. მაისური, დასამახსოვრებელი აუცილებლად. ოღონდ ცრემლით არ გააწყალო...
ფინალი ზუსტი. მაისური, დასამახსოვრებელი აუცილებლად.
1. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|