ნინო დარბაისელი
მინიმალიზმის საზღვრები ლექსში - - - - -
ადრე, ძალიან ადრე, ბავშვობაში ვწერდი ლექსებს, ახლა მინიმალისტურ პოეზიას რომ უწოდებენ. იმ ლექსებიდან ყველაზე მეტად ეს გახმაურდა:
სიკვდილი - - - - - - --
ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
ესეც მაშინდელია. გამოქვეყნებულიც იყო, მაგრამ სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ.
ჩაშლილი პაემანი - - - - - -- - - -- -
გულის დამასთან ეჩქარებოდა აგურის ვალეტს, მაგრამ ექვსიანს ზედ დაეცა პიკის ...საათი.
ეს - გაცილებით გვიანდელია, 1982 წელს დაიწერა, როცა თეო შემეძინა:
გათხოვლილი ქალის ლექსი - - - - - - - - - - -- - - - - -
დედი, დედამთილო, დაგნებდით! ჩვილის პერანგი - - ჩემი თეთრი ალამი.
ჩემი ბოლო, ,,სიტყვებიანი" მინიმალისტური ლექსი კი კონცეპტუალურადაც მინიმალისტური იყო, გრაფიკულადაც. ეს იყო თავისებური პოეტური ,,რედი მეიდიც". ოთხი უმოკლესი სიტყვისგან შედგებოდა და საიდანაც არ უნდა წაგეკითხათ, ერთი და იგივე გამოდიოდა - გინდა თავიდან, გინდა ბოლოდან, გინდა შუიდან და დედაენიდან გაღწევის შეუძლებლობაზე ,,მოთქვამდა":
ჩაკეტილი დედაწრე! - - - - - - - - - - --
აი ია ია აი
ეს უკვე ნიშნავდა, რომ ჩიხს მივადექი. ...თუმცა წინ კიდევ ერთი, მოკლე ნაბიჯი მელოდა. ეს ჩემი უძველესი პოეტური ექსპერიმენტიც, სათაურით ,,ბოლო" ამასთან იყოს, იმის საილუსტრაციოდ, თუ რა უკიდურესობამდე მივიდა ჩემში კრიზისი ლექსში ,,ზედმეტ" სიტყვებთან ბრძოლისა.
ბოლო - - - - -
-...! -...?
...?! ...!
1982
ამას მოჰყვა რამდენიმეწლიანი სრული პაუზა, ვიდრე ახლიდან შევბედავდი სიტყვებით დანაღმულ პოეზიის ველში. მადლობა სიტყვებს, რომ მიმიღეს და ჩემზე შური აღარ იძიეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
შესანიშნავია ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
შესანიშნავია
4. გაღიმების სიცილაკია ორწერტილი და ფრჩხილი :) გაიხარეთ. როცა დრო მაქვს, სულაც არ ვიღლები თქვენი ნაწერების კითხვით.
გაღიმების სიცილაკია ორწერტილი და ფრჩხილი :) გაიხარეთ. როცა დრო მაქვს, სულაც არ ვიღლები თქვენი ნაწერების კითხვით.
3. მადლობა ფლორენცია და მუხა. მე 1961 ში ვარ დაბადებული. ეს ლექსები დაიწერა და გამოქვეყნდა ბავშვობაში, ოცი- ოცდაერთი წლისამ - მოვილიე. კრიზისიც გადავიტანე და პოზიტიური გამოცდილება შევინარჩუნე. სათქმელის შემჭიდროვებულად, კონცენტრირებულად თქმა. მერე - მუხრუჭები ცოტა გამიცვდა და რაც გამოვიდა საბოლოოდ, კი გღლით იმის კითხვით. აქ - გაიღიმეთ, რადგან არ ვიცი, გაღიმების სმაილიკი როგორ დავტოვო მადლობა ფლორენცია და მუხა. მე 1961 ში ვარ დაბადებული. ეს ლექსები დაიწერა და გამოქვეყნდა ბავშვობაში, ოცი- ოცდაერთი წლისამ - მოვილიე. კრიზისიც გადავიტანე და პოზიტიური გამოცდილება შევინარჩუნე. სათქმელის შემჭიდროვებულად, კონცენტრირებულად თქმა. მერე - მუხრუჭები ცოტა გამიცვდა და რაც გამოვიდა საბოლოოდ, კი გღლით იმის კითხვით. აქ - გაიღიმეთ, რადგან არ ვიცი, გაღიმების სმაილიკი როგორ დავტოვო
2. ძალიან ბევრი წინანდელი პოეტები წერდნენ (ახლა მინიმალისტურ პოეზიას) და პატარა მოცულობის წიგნებსაც გამოსცემდენ. სხვათაშორის არაპოეტი ახალგაზრდებიც ბაძავდნენ მათ .
მე მომწონს ერთ -სიტყვიანი, პირველი ვარიანტი-სიკვდილი.
ძალიან ბევრი წინანდელი პოეტები წერდნენ (ახლა მინიმალისტურ პოეზიას) და პატარა მოცულობის წიგნებსაც გამოსცემდენ. სხვათაშორის არაპოეტი ახალგაზრდებიც ბაძავდნენ მათ .
მე მომწონს ერთ -სიტყვიანი, პირველი ვარიანტი-სიკვდილი.
1. დიდი ბრძოლა დამჭირდა საკუთარ თავთან, სანამ მინიმალისტურებში, ჰაიკუებსა თუ ვერლიბში პოეზიას აღმოვაჩენდი და ამაში დიდი როლი ზოგი ადამიანის ავტორიტეტმა ითამაშა. პოეზია იმიტომ მომწონდა ყოველთვის რომ აზრის მოკლედ და ლამაზად გამოთქმის ხელოვნებაა, მაშინ როცა დიდი რომანი შეიძლება წაიკითხო და იგივე აზრი აღმოაჩინო, რაც პატარა ლექსში-ამიტომ უფრო მეტად ვაფასებ პოეტებს-ისინი ჩვენს დროს უფრთხილდებიან. ამიტომ ვაფასებ მინიმებსაც და როგორც თავში წაკითხულიდან მივხვდი-თქვენ ნამდვილად გამოგდით :) დიდი ბრძოლა დამჭირდა საკუთარ თავთან, სანამ მინიმალისტურებში, ჰაიკუებსა თუ ვერლიბში პოეზიას აღმოვაჩენდი და ამაში დიდი როლი ზოგი ადამიანის ავტორიტეტმა ითამაშა. პოეზია იმიტომ მომწონდა ყოველთვის რომ აზრის მოკლედ და ლამაზად გამოთქმის ხელოვნებაა, მაშინ როცა დიდი რომანი შეიძლება წაიკითხო და იგივე აზრი აღმოაჩინო, რაც პატარა ლექსში-ამიტომ უფრო მეტად ვაფასებ პოეტებს-ისინი ჩვენს დროს უფრთხილდებიან. ამიტომ ვაფასებ მინიმებსაც და როგორც თავში წაკითხულიდან მივხვდი-თქვენ ნამდვილად გამოგდით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|