ნარკომანია ჩემი სიცოცხლე, ქვეცნობიერში უშვებს სუიციდს, არა, ძვირფასო ნუ დაიმორცხვე, დღეს არ გადარებ რასაც; სულ იცდის, ნარკომანია ჩემი სიცოცხლე, რადგან ფილტვებში ,,ახარებს'' სევდას, არა, ძვირფასო, ნუ, დაიმორცხვე, დღეს, არ გადარებ, სიგიჟის მწვერვალს ნარკომანია ჩემი სიცოცხლე ! იგი, თვალს ხუჭავს, ხუჭავს და' გხედავს, ნარკომანია, ჩემი სიცოცხლე, და უშენობას, ამიტომ ბედავს, და დღევანდელი ღრუბელთჩაძირვა, გენახა ნეტა, ნარკომანია ჩემი სიცოცხლე, სიფხიზლეს, იგი, ისე დანებდა, ნუ დაიმორცხვე... ჯერ, არ გათენდა, ნუ დაიმორცხვე, ნუ დაიმორცხვე. ნარკომანია ჩემი სიცოცხლე, შენ რომ არ გხედავს. შენ რომ დაგეძებს, ნეტა იცოდე, რომ რამდენს ბედავს სიკვდილსიცოცხლე, სიკვდილსიცოცხლე... სიკვდილსიცოცხლე... ჩემი სიცოცხლე განა'რკომანდა, ნუ დაიმორცხვე, მაგიჟებს ტუჩზე შენი პომადა. სიკვდილსიცოცხლეც, განარკომანდა, განარკომანდა, განარკომანდა, იგი მთვარიდან რომ გადმოვარდა, ისევ, თოვლივით დადნა, განარკომანდა ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე განარკომანდა. შენი ხმის ტემბრის გრიგალს იგრძნობდეს, (ლავიწებს ხატავს), იმიტომ ადგა, ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე, შენით და შენით, განარკომანდა. სიტყვები ტუჩზე ნუ შემოგადნა, ნეტა იცოდე, ნეტა იცოდე, რა სიგიჟეა მთვარიდან ვარდნა, და ჩემთან ერთად გამოიცნობდე, იგი რა მშვიდად გაფეროვანდა. ცისარტყელების ალში იწვოდა, როდესაც შენი - თ, განარკომანდა, აქ, შენი, საგიჟეთის დრო დადგა. დრო ვარ და ხელი გამოგიწოდე, შენი'თ, სიცოცხლე(ვ) განარკომანდა, ეს, რომ იცოდე. ეს რომ იცოდე' რადგან დრო დადგა, დრო ვარ და ხელი გამოგიწოდე. ვთქვი ყველაფერი რაც კი მომადგა, პირზე და ვენა გამოგიზოგე, ჩემი სიცოცხლე განარკომანდა, მოდი იცოდე ! ს.შ 2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლექსი „ლომკა“ :) ლექსი „ლომკა“ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|