ანა ახმატოვა - შეღებულია კარი...
შეღებულია კარი, ვგრძნობ ცაცხვის სურნელს ნატიფს... გდია დანავიწყარი მერხზე თათმანი, ლახტი.
ლამპის ყვითელი რკალი... წავიჩურჩულებ კიცხვით - რად მიმატოვე მალვით? არ ვიცი, ჯერ ვერ მივხვდი...
ისევ ვიხილავ ცისკარს, ზეცით ნაბოძი ხვედრით, ცხოვრება წარმტაცია, გულო, დაბრძენდი, გვედრი!
თუმცა შეგეტყო დაღლა - ახლოა აღსასრული, ამომიკითხავს სადღაც, რომ უკვდავია სული.
1 სექტემბერი, 2020 წ.
Анна Ахматова - Дверь полуоткрыта
Дверь полуоткрыта, Веют липы сладко... На столе забыты Хлыстик и перчатка.
Круг от лампы желтый... Шорохам внимаю. Отчего ушел ты? Я не понимаю...
Радостно и ясно Завтра будет утро. Эта жизнь прекрасна, Сердце, будь же мудро.
Ты совсем устало, Бьешься тише, глуше... Знаешь, я читала, Что бессмертны души.
1911
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბატონო ოთარ, მადლობა რომ მოგაქვთ თარგმანები, მეც მიჩნდება სურვილი რომ ვთარგმნო. +5 ბატონო ოთარ, მადლობა რომ მოგაქვთ თარგმანები, მეც მიჩნდება სურვილი რომ ვთარგმნო. +5
1. დედანს მიყვება თარგმანი ზუსტად. მომწონს დედანს მიყვება თარგმანი ზუსტად. მომწონს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|