ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2020


Covid-party ანუ 500 კაციანი ქორწილები

ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს,
უკვე "ყოველი მეორე" ახველებს...
ასე მოგვდის შეუგნებელ პრიმატებს -
ნამდვილ მიზეზს თუკი დავასახელებთ.

ქორწილი სხვამ თუ არ გადაიხადა,
შენ რა წითელი კოჭი ხარ ასეთი?!
ახლა ალბათ კომპიუტერთან ზიხარ და
წვეულების ფოტო-კოლაჟს აკეთებ.

შე უგნურო (pardon, ეს რომ გაკადრე), -
ვერ ხვდები ეს დიდი  event-master-ი,
რომ სულ სხვა გამოიყენებს მაგ კადრებს -
დასადგენად შენი party-ს კლასტერის?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები