ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2020


მორჩილი დღეების სიმყარეს ვიშნობ და
სინდისი ფეხებში მედება მაზოლად,
გეტყვით, თავს მე უფრო ამტანად ვიცნობ და
ალბათ ვერ ვეჩვევი ჯერ ამგვარ აღდგომას.
ჩემს ნებას თანდათან კვალდაკვალ მივყვები
და მიკვირს მსუბუქი ფიქრების ტარებაც,
კი, მახსოვს სინათლე ავდრიან სიტყვებშიც,
მაგრამ არც ამდენი "ცის" გამოდარება.
და მე შემოდგომას ისე ვეკიდები
ყელში
ცრემლებგაჩრილ ჯერაც საღ ფურცელზე,
თითქოს ერთადერთი ხელმოსაჭიდები
ჩემთვის შერჩენილა მხოლოდ ყვითელ ფერზე.
და მე აღარ ვშიშობ... მორჩილი დღეების
სიმყარეს
კვლავ ვიშნობ ოდნავი წვალებით...
ცოტაც და ნოემბერს ისე შევიყვარებ,
როგორც მარტი ძგერდა მაშინ გამალებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები