ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2009


ბოლო სიყვარულიც გადასახდელია...

ფრთხილად შრიალებენ გულთეთრა ტირიფები,
თითქოს გულისცემას შრიალით აჰყოლიან,
ვიცი მე უშენოდ ლაღად ვერ ვიქნები,
ჩემი მარტოობა სიბერის გამძღოლია.

გაფრინდა სიჭაბუკე, გიჟი მერანივით,
როგორც მონატრებას, მასაც ვეფერები...
ჭაღარა  დამედევნა  მარდი მწევარივით,
თავზედ დამათოვს და ვეღარ გავექცევი...

დამრჩება მოგონება, ანკარა წყაროსავით,
ხელიდან გამისხლტება როგორც ნეტარება,
თავდაღმართს დავადექი და  ჰოი!  საოცარი,
ის წრფელი სიყვარული სულ აღარ მეკარება.

ასე გატანჯული ცხოვრების ქარტეხილით,
სიცოცხლე-გახედნილი სული არ მონდება,
გულწრფელი სიყვარული თავზედ დატეხილი,
აღარასოდეს აღარ მეორდება...

ნუ მოსთქვამ გულმოდგინეთ ჩემო სიჭაბუკევ,
შენთან განშორება ვიცი სასჯელია,
დროა მოგონების ბეწვის ხიდს დაუყვე,
სიცოცხლის ბოლოს კი სიკვდილიც ნათელია...

მხოლოდ გული დარჩა  შენზე გულნატკენი,
ჩემო სიყვარულო სხვა რაღა დამრჩენია,
და თუ კი სუნთქავ, მაშ იყავ გულნათელი!
სულ ბოლო სიყვარულიც გადასახდელია!

თბილისი 2009 წელი.















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები