| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 23 სექტემბერი, 2020 |
სექტემბერია და ხეები სამოსს იხდიან, როგორც წინაზე. შენ სულ ოდნავ თბილად გაცვია. ყოველთვის, როცა მიყვები, რომ სხვასთან მიდიხარ, მეცვლება მზერა, ფერი, ხმა და ინტონაცია.
კარგად ხომ არ ხარ, ჩემზე ცუდად მაინც არა ხარ და შეიძლება, სადმე ჩვენზე ცუდადაც იყვნენ. თან რამდენიმე წყალგაუვალ ფაქტის თანახმად, ჩემს ცხოვრებაში (სამწუხაროდ) დღესავით იკლებ.
რაც იყო, იმას არასოდეს ქარს არ გავატან - ნაცარში კოვზის ჩავარდნას ჰგავს ყველა მცდელობა. ვტიროდი გულში, არ ვიმჩნევდი ამას გარედან, რომ სისუსტეზე არაფერი წამოგცდენოდა.
გაკვირდებოდი, გეხებოდი - თმაზე, თვალებზე, გიმახსოვრებდი მთლიან ფირად, ცალკე კადრებად, წამოცმული ვარ ისე, როგორც თევზი ანკესზე, შენ კიდევ ამ დროს ვიღაც სხვასთან გაგვიანდება.
ეგ არაფერი, გადარჩენას შევძლებ თავიდან, გამიჭირდება, სიგიჟემდე რთული იქნება.. მე მთელი გულით ჩაგიფიქრე და არ ამიხდა - ვის გაუგია ოცნებების გადაფიქრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. Msgavsi leqsebi bevri minaxavs da arafrit ar gamoircheoda es ssvebisgan. Chemda samwuxarod Msgavsi leqsebi bevri minaxavs da arafrit ar gamoircheoda es ssvebisgan. Chemda samwuxarod
4. ყველას მადლობა შეფასებისთვის ყველას მადლობა შეფასებისთვის
3. არავის.
არ გადაიფიქრო!
+ არავის.
არ გადაიფიქრო!
+
2. არის ფრაზები, რომლებიც დამენანა ლექსის ბანალური რიტმის და ფორმისთვის. წარმატებები. არის ფრაზები, რომლებიც დამენანა ლექსის ბანალური რიტმის და ფორმისთვის. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|