ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
23 სექტემბერი, 2020


Михаил Юрьевич Лермонтов – Звезда

მიხეილ ლერმონტოვი - ვარსკვლავი

შორო ვარსკვლავო, გაიკამკამე,
რათა ნიადაგ გხედავდე ღამე;
ყიამეთს ებრძვი, ჰფენ მკრთალ სინათლეს,
გთხოვ ჩემს სნეულ სულს ნატვრა მიმადლე!
რომ მიელტვოდეს მარად სიმაღლეს
და შენკენ ფრენით იგრძნოს სილაღე...

ერთ დროს მალხენდა მზერა მდაგველი,
სხვისკენ წარმართა თუმცა ნათელი,
მაგრამ როგორც შენ, მას კვლავ ვესწრაფი
და ვერ ვივიწყებ ჯერაც ვერაფრით...

23 სექტემბერი, 2020 წ.



Михаил Юрьевич Лермонтов – Звезда

Светись, светись, далекая звезда,
Чтоб я в ночи встречал тебя всегда;
Твой слабый луч, сражаясь с темнотой,
Несет мечты душе моей больной;
Она к тебе летает высоко;
И груди сей свободно и легко…

Я видел взгляд, исполненный огня
(Уж он давно закрылся для меня),
Но, как к тебе, к нему еще лечу,
И хоть нельзя — смотреть его хочу…

1830

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები