ავტორი: უტა ლაშხი ჟანრი: პოეზია 29 სექტემბერი, 2020
დეპო
მახსოვს ცხოვრობდი დეპოსთან ახლოს და ხორბლისფერი თმები თითქოს გითვლიდი მზისფერ ღერებს და ღეროებზე ხორბლის თავთავებს თეთრად ათოვდა. დანდალკის პორტს და მძიმე დეპოებს წითელ ცხვირსახოცს შენს ზურგჩანთიდან რომ ვიპარავდი. ნაპოვნ ოქროებს, დაკარგულ დროს და ხორბლის თავთავებს... რა საერთო აქვთ?