| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 11 ოქტომბერი, 2020 |
მივყვები დროის დინებას, ერთი "სოფლელი" ტლუ ბიჭი! ალბათ,უფალმა ინება, მევლო უბელო ტაიჭით! მქონოდა ჩემი "შარაგზა", ჭენებით "ფუტის" ამდენის... მერე,მეთვალა,-გზა და გზა, სავლელი დამრჩა რამდენი... იქნებ(რა იქნებ...)მეც მეთქვა, გავიადვილე სავალი! რახან,აქამდე მოვედი, სასიკეთოდ მაქვს ნავალი! ისე ვადგამდი ნაბიჯებს, არ მიჯლაგნია ბალახი, ზურგშიაც არ დაუხლიათ, მავალზედ-ლაფი,ტალახი! შუბლზედ თუ მადევს ნაოჭი, (ეგაა ჩემი ნამუსი) არ შემრცხვენია,არც ვცდილვარ მეთქვა,-წერტილი დავუსვი,- წარსულს...რომელიც ბევრისთვის, გახლავს ნაჭამი სირცხვილი... წელში რომ მოუკაკვია, ცარიელ ქვაბის ციცხვივით!... რამ დამაბერა(მაშ,რა მჭირს), ან რა ფარცაგი ამიტყდა? რას ვერჩი ნაოჭ-ჭაღარას, ან გული რაზედ გამიტყდა?... ვერ შევძელ,ისე ვბერდები, ტვირთი მეზიდა ხარისა! ხნულში მეთოხნა ბელტები სამშობლოს გასახარისად!... ერთ წიგნსაც კი ვერ "ვუტიებ" სამომავლოსთვის წამკითხავს... ვიღაცას გამეტებოდა- ან შექება ან გაკიცხვა... სცოდნოდა-მსურველს რას ვწერდი, ან რას ვფიქრობდი კი არა! სულში-რამ შეძლო,მტკენოდა- მოურჩენელი იარა! ხომ ვხვდები,ძმაო! რად ვუბნობ,- დავბერდი,აბა,რა ვქენი... იოლად რატომ გავმხდარვარ, -"სატაკები" და "სარქენი"... რატომ ქცეულან დღეები, (წლებიც) წუთებად,წამებად... შუბლზედ ნაოჭიც ნამრავლი, ძაფებად რატომ გამება!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. Mindoda momwoneboda, magram ver moviwone :/ Mindoda momwoneboda, magram ver moviwone :/
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|