ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2020


შენ მითხარი უნდა გნახო ერთხელ კიდევ
(სულ ახალი დაწყებული მყავდი მაშინ),
მე ჩავჭიდე ხელი უცებ სკამის კიდეს
და ავღელდი... ჰო... ავღელდი, როგორც ბავშვი...
შემეშინდა...
........
შენ ცოტა ხანს გაჩუმდი და ისევ მერე
(ჩემს ხშირ სუნთქვას თუ უსმენდი ალბათ წამით)
"კიდევ ნახვას"  დაამატე: დამიჯერე
ოცნებები ასრულდება ყოველ ღამით...
გამეღიმა...
.......
და ისეთი ჩემიანი მომეჩვენე
იმ წამიდან
სულში ყველა დარდი გაქრა,
ყურმილს აქეთ ვიგრძენ როგორ მომეფერე,
მაგ თითებმა შეუხებლად ისე დამწვა...
შემიყვარდი...
......
შენ მითხარი უნდა გნახო ერთხელ კიდევ
(სულ ახალი დაწყებული მყავდი მაშინ),
მე ავღელდი და ბავშვურად შეგეკითხე:
ახლა? ამ დროს? ჰო... მითხარი რომელ ბაღში?..
......
გაგეცინა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები