ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვესელავა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2020


***

როგორ აგვიოხრდა ნასოფლარი,
შეგვაშრა,შეგვიხორცდა ნაოფლარი,
მამამ შვილებს რომ დაუბარა,
მამაშვილური საუბარი.
კითაბანები სად არის?!
ხოდაბუნები და ჭვავის ყანა,
სადმე ცხრა მთას იქეთ წაგეყვანე,
სადმე ცხრა მთას იქეთ მატარე.

ოიდა ოვშალე,ბზა და ჩელა,
მოვარდისფრებული ბაღი ღა,
აღარ მელოდება დედაჩემი,
სახლი სუროებმა წაიღო.

მე კი არაფერი დამვიწყნია,
ხოდაბუნები და ჭვავის ყანა,
შენ რომ ყრმა აკვანში დაარწიე,
მე რომ ტყეს ვჭრიდი და არ ვიყავი.
ძაღლი კარმიდამოს გაეცალა,
სანამ ჩემს პერანგებს დაკეცავდი,
ნეტავ, აქამდე რომ გამეცანი,
ნეტავ, აქამდე რომ არ გეცადა.

თეთრი ნისლებივით აღარ ჩანან,
აღარც დაღუპვა, არც გადარჩენა,
ცაზე მეტია და ცა უფროა,
გადავიწყებული საუფლოა.
სხვებზე ცოტაა თუ სხვებზე შორი,
გეჯეთს შემილოცე,ამიტანე
ღმერთო,რა შეგცოდე ამისთანა.
ლექსებს რომ ვერაფრით,მომაშორე.

ეს რა ნაადრევად დამაბერე,
ეს რა ნაადრევად შემიცხადე,
სანამ ბოლოს სურვილს დაგაბარებ,
წავა,დამთავრდება,წელიწადი.
როგორ აგვიოხრდა ნასოფლარი,
მრავალი სეზონი გამოთოვა,
რამდენი რამე ვერ გითხარი,
რამდენი წელი გამოვტოვეთ.

დია,სად გაგვექცა ის თვეები,
მიუტევებელი მიტევება,
მზესთან თავპატიჟი გამოვიდე,
განა ამით რამე გამოვიდა.
შენი თვალებივით,მდელოები,
ყველა ჩემს ტკივილებს გაუძეხი,
და თავს არაფერი აუტეხო.
საით მიფრინავენ წეროები?!

ვეღარც ქარებისგან განვიკურნე,
ქედებს გახიზნული დამღა,ჯარმა,
იფრელს ქომისხუნუ სკანი ჯუნა,
ათაშ გურელაფირს მუ მაჭარე.
მიწამ ჩაყლაპაო ჩვენი სახლი,
ფუძე მოშლილია ოდა-ბადე,
ნეტა მოგძებნიდე სადმე ახლა,
სადმე მოგძებნიდე აწი.

მამამ შვილებს რომ დაუბარა,
მამაშვილური საუბარი,
ვინ იცის როგორ მოიქცევით,
ვაი თუ წახვიდეთ,მოიკეტოთ.
აღარც ეზოა და აღარც კარი,
ოიდა ოვშალე,ბზა და ჩელა,
უნდა მაპატიო,დედაჩემო
როგორ აგვიოხრდა ნასოფლარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები