ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2020



-გამარჯობა... შეიძლება ჩამოვჯდე?
-რა თქმა უნდა... ადგილი ხომ ვრცელია?
ჩამოჯექი, ვფიქრობ არ გეჩქარება,
შენც ჩემსავით ალბათ არსად გელიან.
ჩამოჯექი... გამიღიმე და მერე
შენ შუიდან ჩაიჩოჩე კიდისკენ,
მე კი თითქოს დღეს პირველად მენახოს
გამირბოდა თვალი თეთრი ხიდისკენ...
ჰო, რა მოხდა სულ ცოტათი თუ შემრცხვა?
(განა ხშირად ვხვდები შენებრ "შედევრებს"?)
ამას ახლა ვამბობ, მაშინ რომ მეთქვა
ვერ შევძლებდი, ვერ ვუყრიდი თავს ბგერებს...
სად გავჩერდი?.. ჰო... გვერდით დაგიჯექი
იმ წამიდან შენც აყევი ჩემს მზერას
და უსიტყვოდ, რაღაც სხვა ნაბიჯებით
მინების ქვეშ დავედევნეთ "სიმღერას"...
გამოვფხიზლდით...უცებ მკითხე სახელი!..
საუბარი მერე ეშხშიც შევიდა
და იმ დღიდან გაჩნდა ყველგან ნათელი,
თითქოს ღმერთი ჩამოვიდა ზევიდან.
--------
გამარჯობა... შეიძლება ჩამოვჯდე?
რა თქმა უნდა, გამიღიმე ჩვეულად
და მე კიდევ, კიდევ ერთხელ ვიწამე
ეს სამყარო შენ რომ შემხვდი რჩეულად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები