ნინო დარბაისელი
არავითარი სენტიმენტი - - - - - -
არავითარი სენტიმენტი, სერ! ასეც ხდება: უბრალოდ, თვალის ქუთუთოში შემეღუტუნა, ეტყობა, ტუში ჩამივიდა და შავი ცრემლი ჩამომგორდა, გასასვლელამდე კი შორია, რომ გავიპარო და “ლედიზ რუმში” უცებ თავი მოვიწესრიგო. არავითარი სენტიმენტი!
შესანიშნავი ორგანიზება, დიზაინი და ეს - ცერემონ-მაისტერი, გარეშეთათვის შეუმჩნეველი მინიშნებებით რომ უძღვება ახლა პანაშვიდს, აქ რომ სერვისად იწოდება, - ეს ყველაფერი - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საუკეთესოდ აწყობილია. არავითარი სენტიმენტი!
სხვებმაც მითხრეს და ისედაც ვიცი, დღეს როგორ გამოვიყურები - შესანიშნავად, სავალდებულო მარგალიტის მძივითა და ფეხზე - ჩულქებით ამ სიცხეში, ზომიერად მუხლდაფარული; ცხვირდახურული, ზომიერადვე ქუსლმაღალი ფეხსაცმლით და პატარა “კლაჩით” ხოლო სუნამოს რაც შეეხება, მას ჩვენ ხომ არა, ხანდაზმულები იპკურებენ, თანაც უხვად, რადგან ყნოსვა უქვეითდებათ და შორიდანვე ვიცით ყველამ, რომ სადღაც, ახლოს - ხანდაზმულია ანდა უკვე ჩაიარა, იქნებ გუშინაც. არავითარი სენტიმენტი, სერ, არაფერი!
უბრალოდ, სიკვდილს დიდიხანია, ახლო ვიცნობ, პირადად ვიცნობ, მიცვალებულის მოტკბო სუნსაც, რაც არ უნდა კარგად შენიღბონ, მაინც შევიგრძნობ, რადგან სადღაც, შიგნით ვატარებ. უბრალოდ, მაშინ მზად არ ვიყავი, პატარა და ცოდო ვიყავი, მარტო ვიყავი! გამოცდილებმა ასე მითხრეს, გასვენებაში - ყველა თავის მკვდარს დასტირის ანდა ვიღაცას თავისი თავი ეტირებაო; მერე ვიღაცამ ხელით გამიხმო, ნათალი ჭიქით ნახშირნარევი თბილი წყალიც დამალევინა, ხმას უხდებაო, მერე ვიღაცა სისულელეს სისულელეზე მეკითხებოდა, მერე წავედით, მერე მციოდა, მერე მოვედით, მერე მეძინა. მეძინა, ვჭამდი, ვიძინებდი, ვჭამდი, მეძინა. არაფერი, სერ, არაფერი!
საუკეთესო სერვისია, შემდეგ ჯერზე - ლხინში მენახეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ნინო, წეროს თოვლი, მუხა, მადლობა! ამ ბოლო დროს სულ დაკრძალვებზე დავდივარ , საქართველოსანაც სულ ეგეთი ამბები მომდის და ნაწერებზეც დამეტყო ნინო, წეროს თოვლი, მუხა, მადლობა! ამ ბოლო დროს სულ დაკრძალვებზე დავდივარ , საქართველოსანაც სულ ეგეთი ამბები მომდის და ნაწერებზეც დამეტყო
5. საინტერესო რამეს წერ ხოლმე. საინტერესო რამეს წერ ხოლმე.
4. სუნი, რომლისაც მეშინია. მოტკბოა კი. რაღაცნაირი, არაამქვეყნიურად მოტკბო.
5. სუნი, რომლისაც მეშინია. მოტკბოა კი. რაღაცნაირი, არაამქვეყნიურად მოტკბო.
5.
3. უბრალოდ, სიკვდილს დიდიხანია, ახლო ვიცნობ, პირადად ვიცნობ, მიცვალებულის მოტკბო სუნსაც, რაც არ უნდა კარგად შენიღბონ, მაინც შევიგრძნობ, რადგან სადღაც, შიგნით ვატარებ.
როგორი ნამდვილი მიგნებაა. უბრალოდ, სიკვდილს დიდიხანია, ახლო ვიცნობ, პირადად ვიცნობ, მიცვალებულის მოტკბო სუნსაც, რაც არ უნდა კარგად შენიღბონ, მაინც შევიგრძნობ, რადგან სადღაც, შიგნით ვატარებ.
როგორი ნამდვილი მიგნებაა.
2. ყველას ჯვარი სწერია და თუ არ გინახავს, არ გამოგიცდია ახლობლის გარდაცვალება ამერიკაში. ასეც იფიქრებ. ეს რა ხალხია, საერთოდ არ განიცდიანო... ამ შემოდგომას ახლობელი, მეგობარი და ნათესავი გარდამეცვალა აქ. შინაურებმა ოჯახში იმაზე მეტიც იტირეს და განიცადეს, ვიდრე ჩემი ქართული წარმოსახვა წარმოიდგენდა. მეც მათ შორის ვიყავი და მსუბუქი საქმე - ფოტოების გადარჩევა დამავალეს. დარეკავ და შინ გეწვევა რიტუალების სახლის წარმომადგენელი, თან აქვს ალბომები, როგორ გინდათ, მოეწყოს ინტერიერი, როგორ წარიმართოს მიღება და ასე შემდეგ, რა თანხაში უნდა ჩავეტიოთ ( მინიმუმი, მთლად გაჭირვებული ოჯახისთვის რვა ათასი დოლარია, თანხა შეიძლება გამოიტანინ სესხად, ბანკიდან, ჩვენიანი - ძვირიანს საჭიროებდა, მდიდარი ქვრივი იყო, ნათელი დაადგეს!) როდესაც სერვისი ტარდება, ყველა მაქსიმალურად მშვიდად გამოიყურება, რომ ვიზიტორებს, რომელთაც დააფასეს განსვენებული და დასამავიდობებლად მოვიდნენ, არ გადასცენ მძიმე განწყობა.
ყველას ჯვარი სწერია და თუ არ გინახავს, არ გამოგიცდია ახლობლის გარდაცვალება ამერიკაში. ასეც იფიქრებ. ეს რა ხალხია, საერთოდ არ განიცდიანო... ამ შემოდგომას ახლობელი, მეგობარი და ნათესავი გარდამეცვალა აქ. შინაურებმა ოჯახში იმაზე მეტიც იტირეს და განიცადეს, ვიდრე ჩემი ქართული წარმოსახვა წარმოიდგენდა. მეც მათ შორის ვიყავი და მსუბუქი საქმე - ფოტოების გადარჩევა დამავალეს. დარეკავ და შინ გეწვევა რიტუალების სახლის წარმომადგენელი, თან აქვს ალბომები, როგორ გინდათ, მოეწყოს ინტერიერი, როგორ წარიმართოს მიღება და ასე შემდეგ, რა თანხაში უნდა ჩავეტიოთ ( მინიმუმი, მთლად გაჭირვებული ოჯახისთვის რვა ათასი დოლარია, თანხა შეიძლება გამოიტანინ სესხად, ბანკიდან, ჩვენიანი - ძვირიანს საჭიროებდა, მდიდარი ქვრივი იყო, ნათელი დაადგეს!) როდესაც სერვისი ტარდება, ყველა მაქსიმალურად მშვიდად გამოიყურება, რომ ვიზიტორებს, რომელთაც დააფასეს განსვენებული და დასამავიდობებლად მოვიდნენ, არ გადასცენ მძიმე განწყობა.
1. ეს სა-უცხოო სერვისი უკვე სა-ჩვენოდაც რომ ქცეულა....
ეს სა-უცხოო სერვისი უკვე სა-ჩვენოდაც რომ ქცეულა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|