ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2020


ზამთრის ქრონიკა

არაფრის დამრჩა თავი და ძალა,
დღეებიც როგორ მალე მწუხრდება
ზამთარში და რაც სხივი შუქდება
ბოქლომდადებულ უჯრებში ვმალავ.

ვიპოვი ერთს და მეორეს ვკარგავ,
ან სულ ყველაფერს, რაც კი ვიპოვე -
შენ არაფერი არ დამიტოვე,
სწორედ მას შემდეგ აღარ ვარ კარგად.

ოცნებად მრჩები, უცხოსთვის ახდი,
გაყევი სხვა გზას - ცივს და ქარიანს,
როცა იყავი ახლოს ძალიან,
თითქოს მაშინაც საგრძნობლად მაკლდი.

ვგრძნობ ნელა-ნელა როგორ ვილევი,
მაგრამ ავიტან როგორმე ზამთარს,
იმას რა ვუყო ჩემთან რომ არ ხარ
და არც იქნები დანამდვილებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები