ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიალა
ჟანრი: თარგმანი
5 დეკემბერი, 2020


ფანჯარასთან

დ.ჰ. ლორენსი

მოდრეკილან ფიჭვები და ყურს უგდებენ
შემოდგომის ქარის ჩურჩულს,
ენა ქარის  ვერხვებს არხევს -- ხარხარს აფრქვევს ისტერიულს ხეთა ჯარი
მაშინ, როცა დღის სამკვიდრო ნელა ხურავს, ხურავს, რაზავს აღმოსავლის დარაბას.

ქვევით, ველზე
მწკრივად მდგარი საფლავების ქრება ჯარი,
აქროლებენ სიფითრეს და
რუხ სუდარებს ნისლისას
მას შემდეგ, რაც ქუჩაქუჩა
ბნელში ლამპიონებიდან
დის ღვარები სისხლისა.

ფოთოლთ ჯარი გადაუფრენს ქროლვით სარკმელს
და ჩავლისას
სიტყვას ეტყვის  სახეს მკრთალს,
უკუნიდან დაჟინებით მაცქერალს,
ეუბნება სათქმელს  თვალებს, თვალებს
ბნელითმოცულს,მქრქალს,
მინის იქით,
სარკმლის მიღმა ყოველ წამს,
დღემუდამჟამ,  გულწრფელობით მომზირალს.

At the Window
                            D.H. Lawrence

The pine-trees bend to listen to the autumn wind as it mutters
Something which sets the black poplars ashake with hysterical laughter;
While slowly the house of day is closing its eastern shutters.

Further down the valley the clustered tombstones recede,
Winding about their dimness the mist’s grey cerements, after
The street lamps in the darkness have suddenly started to bleed.

The leaves fly over the window and utter a word as they pass
To the face that leans from the darkness, intent, with two dark-filled eyes
That watch for ever earnestly from behind the window glass.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები