ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2020


"მეგობარი"

დღეს უთხრა სხვანაირი ხარო...
არადა მეგობრობდა მასთან!
დღეს უთხრა მგონი მიყვარხარო,
სიტყვებზე ეტყობოდა განცდა.
იდგა და თვალებში უცქერდა
მასზე ბევრად უფროს ქალიშვილს,
სურვილი ვნებებად უჩქეფდა,
თვით სულიც ეძახდა გამიშვი...
ფიქრობდა, განა არ ფიქრობდა
ქალიც აჰყოლოდა თამაშში,
მაგრამ იმ ცეცხლს კარგად იცნობდა
ბიჭში რომ დაენთო განგაში.
მანძილი არ იყო იოლი,
აქ წლები ზომავდა სიშორეს...
მწუხრისას ამღერდა სიონი...
მწუხრისას ქალი ვაჟს იშორებს
არადა მეგობრობდა მასთან...
დღეს უთხრა სხვანაირი ხარო...
ჰქონდა, ქალსაც ჰქონდა განცდა,
უნდოდა ეთქვა მიყვარხარო!
მაგრამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები