ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2020


ბროწეულები

ჩემს გახლეჩილ გულს როგორ გვანან ბროწეულები,
გრძნეულ თვალებით, შენკენ ახლოს მოწეულები,
ხელს მოუჭერ და სისხლი მტევანს დაებზარება,
ენას აუსმევ, მოწმენდაც კი დაგეზარება!..

პ.ს. ინსპირაცია გახდა ბროწეულით მოხატული ლამბაქი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები