ნინო დარბაისელი
მოკლეზე - -
ის იქნებ შვილი არის ჩემი, რომელიც უნდა გამეჩინა, უნდა მყოლოდა და სადღაც, ცაში ან მიწისქვეშ გადაიფიქრეს, ან იქნებ არის შეყვარებული, რომელიც უკვე აღარ მახსოვს და რომელთანაც არაფერი გამოვიდა, ან იქნებ სულაც უცნობია, ერთხელ ერთმანეთს გვერდით ისე რომ ჩავუარეთ, ვერც შევეხეთ, ვერც დავინახეთ. რას ეხეტება უგზოუკვლოდ ჩემს სიზმრებში, როგორც სკოლიდან დილაადრიან მარტო, უფულოდ გამოპარული უფროსკლასელი, უაზრო წყურვილს ანდა შიმშილს რომ ვერა და ვეღარ იოკებს, სიცივეშიც ტალღა-ტალღა ბუღი რომ ასდის, როგორც ნარბენ ცხენს. რა წყალი ანდა რა დეზოდორი მოერევა იმ მხურვალებას, ყველაფერზე ნიშნად რომ ტოვებს, თან არც ელევა, ვითომ აქაც მე ვიყავი, იქაც მე ვარო და სადაც გინდა გააღწიო, მე დაგხვდებიო. თვალს დახუჭავს და ოცნებებში რომ ქვეყნიერების საქალეთი ეცოტავება, თვალს გაახელს და - ერთი წამით შეხედვა ჰყოფნის, ახლადნაპარსი ღაწვებიდან ბიბილოებზე რომ მოედოს და ხრტილებამდე გაუვარვარდეს და აღარ იცის, რა მოუხერხოს ხმას, რომელსაც ამოიღებს და თითქოს სხვისია, ან უადგილო სულ უადგილო და უდროო ამ რაღაცეებს... რაღაცეებს... რაა ეს ერთად გამონასკვული დიდი შიში და უდარდელობა, სად მიათრევს, სად მიაქანებს? და ყოველ ჯერზე ჩემს სიზმარში თუ ჩემს სიზმარზე, როგორც მოკლეზე რატომ უნდა გადმოატაროს?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ზარქუა! მადლობა ზარქუა!
3. რას ეხეტება უგზოუკვლოდ ჩემს სიზმრებში, როგორც სკოლიდან დილაადრიან მარტო, უფულოდ გამოპარული უფროსკლასელი - მშვენიერია. რას ეხეტება უგზოუკვლოდ ჩემს სიზმრებში, როგორც სკოლიდან დილაადრიან მარტო, უფულოდ გამოპარული უფროსკლასელი - მშვენიერია.
2. მადლობა ჯონათან! ქართულ პოეზიაში და იქნებ პროზაშიც თითქმის გამოტოვებულია ხატება გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭისა. არ არის გამოსახული შტრიხები მისი შინაგანი სამყაროსი... თუმცა ერთი ორი ფრაზა მაგონდება ბესიკ ხარანაულიდან. ვფიქრობ, ამას თავისი ახსნა აქვს. კაცები იმ წინააღმდეგობით სავსე პერიოდზე გულწრფელად ვერ ლაპარაკობენ, ქალი პოეტები - ბოლო დროს გულწრფელობას კი სწავლობენ ( ახლიდან) და ზოგჯერ მეტისმეტადაც, მაგრამ ამ ვითარებაში მყოფ მამრებზე ჯერ არ ალაპარაკებულან. ბოლო დროს რაღაცეები წავიკითხე ამასთან დაკავშირებით და ვცადე , რაღაც თეთრი ლაქა შემეფერადებინა ჩვენს პოეზიაში. “ასტალნოე - დელო ტეხნიკი” - როგორც იტყვიან ჩვენი აწინდელი მტრის ბრძენი ადამიანები. მადლობა ჯონათან! ქართულ პოეზიაში და იქნებ პროზაშიც თითქმის გამოტოვებულია ხატება გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭისა. არ არის გამოსახული შტრიხები მისი შინაგანი სამყაროსი... თუმცა ერთი ორი ფრაზა მაგონდება ბესიკ ხარანაულიდან. ვფიქრობ, ამას თავისი ახსნა აქვს. კაცები იმ წინააღმდეგობით სავსე პერიოდზე გულწრფელად ვერ ლაპარაკობენ, ქალი პოეტები - ბოლო დროს გულწრფელობას კი სწავლობენ ( ახლიდან) და ზოგჯერ მეტისმეტადაც, მაგრამ ამ ვითარებაში მყოფ მამრებზე ჯერ არ ალაპარაკებულან. ბოლო დროს რაღაცეები წავიკითხე ამასთან დაკავშირებით და ვცადე , რაღაც თეთრი ლაქა შემეფერადებინა ჩვენს პოეზიაში. “ასტალნოე - დელო ტეხნიკი” - როგორც იტყვიან ჩვენი აწინდელი მტრის ბრძენი ადამიანები.
1. რა კარგი შედარებებია- ხელშესახები, შესაგრძნობი.
რა კარგი შედარებებია- ხელშესახები, შესაგრძნობი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|