ნაწარმოებები

გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბორლინ დიდებული
ჟანრი: პროზა
24 დეკემბერი, 2020

ვალერი მასწავლებელი. III თავი

თავი მესამე
ეკლესიის წინ
პოლიციის განყოფილების უფროსს და ახალგაზრდა ოფიცერს ქალაქის ერთ-ერთი გასასვლელი ჩაეკეტათ.
მანქანაში ისხდნენ და ეკლესიას გაჰყურებდნენ… ძალიან პატარა ეკლესიას- ალბათ, იქიდან რომ ვინმე გამოსულიყო, ვერც შეამჩნევდნენ… თუ მაინც შეამჩნევდნენ, ვინაობის დადგენა ძალიან გაუჭირდებოდათ.
მაგრამ ეს არ ადარდებდათ. მათთვის მთავარი მიზანი მკვლელის დაჭერა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაერკვიათ, ვალერი ჯავახიშვილს არასდროს ჰყოლია ავტომობილი და არც მართვის მოწმობა ჰქონია, მაინც იდგნენ საზღვართან, მთავარ გზაზე.
ქალაქს მეორე გასასვლელიც ჰქონდა (სადაც გიგანტური აბრა იდგა და ზედ ეწერა: ,,ბორი”). მას შერიფის დამხმარე და კიდევ ორი ახალგაზრდა (აქედან ერთი რომ ძველ ბიჭობდა) აკონტროლებდა.
მეტი გასასვლელი ქალაქს არ ჰქონდა… ,,მაგრამ ეს არ დააბრკოლებს ვალერას”- გაიფიქრა შერიფმა- ირგვლივ სულ ველებია, იმხელა ბალახებია, დაწოლილი გაფოფხდება იქიდან… თან არც მანქანა ჰყოლია და გიჟი ხომ არაა, მთავარი გზიდან გაგვექცეს”.
შერიფს სხვა საფიქრალიც ჰქონდა: ხუთი წუთის წინ, გამოუცდელმა ოფიცერმა შეატყობინა ვალერი ჯავახიშვილის სახლში დამტყდარი უბედურების შესახებ- საწყალს, დედა დაჰღუპვოდა.
-კარის შემტვრევისას ხელი ცუდად მივარტყი- აუხსნა ოფიცერმა- ექიმი მიხვევს ახლა ხელს, ისეთი არაფერიაო, მითხრა… მაღლა, მეორეზე რომ ავედით, საწოლი დავინახეთ და ისიც დავინახეთ, რომ ვიღაც იწვა და საბანი ეფარა… მერე ბებერი… მოხუცი ქალი აღმოჩნდა და ნუ… ვალერის დედა იქნებოდა, მივხვდით. შეფ, რაღაც არა მგონია, დედაც ასე გაემეტებინა.
განყოფილების უფროსმა ამოიოხრა.
-ექიმს დაელოდეთ- თქვა მან- სხეულს რომ გაჰკვეთს, ყველაფერი გაირკვევა…
-მაინც არა მგონია- ღელვა იგრძნობოდა ოფიცრის ხმაში.
-მხარს გაუფრთხილდი- დაარიგა უფროსმა- ერთი ეგ გაბარია. დანარჩენს კი- ვალერას და დედამისის ამბებს ჩვენ მივხედავთ…
განყოფილების უფროსმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა. ქუდი შეისწორა და მანქანიდან გადავიდა. ახალგაზრდა ოფიცერმა თვალი გააყოლა მის მოძრაობას.
-გარეთ ვიდგები- თავი შეყო შეფმა მანქანაში- ძალიან ცხელა აქ, მანქანაში. თან თუ მანქანა გამოივლის, უკეთესად დავინახავ შიგნით მჯდარ მძღოლს.
-კარგით, შეფ.
-ნუ მეძახით ამ ,,შეფს”, რას აიკვიატებთ ხოლმე ამ სიდებილეებს…
მან კარი მიხურა და თითები ქამარში გაირჭო.
-ვალერა, ვალერა, ვალერა- ბურდღუნებდა იგი.
აღსარება თუ გაქცევა?
ვალერიმ მეორე ამჯობინა და მობოდიშებით გავიდა ეკლესიიდან…
ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან ცუდი. არ ჯობდა, ჯიბოსთვის გაეზიარებინა თავის გულის ტკივილი… მაგრამ არ ენდობოდა… მაგრამ ისეთი თვალები ჰქონდა…მ აგრამ, მაგრამ…
ეჰ, ნეტავ სცოდნოდათ ორივეს, რომ ერთი აზრის მატარებლები იყვნენ; ნეტავ სცოდნოდათ, რომ ერთნაირად სძულდათ ძველი ბიჭები; და ნეტავ ვალერის სცოდნოდა, რომ ბარმენი დიდი ხალისით მოუწონებდა ზურაბის მკვლელობას, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში იყვნენ.
გაეზიარებინა თავის ტკივილი… გაერთიანდებოდნენ, შექმნიდნენ რაიმე ორგანიზაციას: ,,კაი ბიჭებზე კარგი ბიჭები”; ,,ძველ ბიჭებზე მონადირეები”.
კარგი იქნებოდა. მართლა.
ვალერი გარეთ გავიდა და მას ჯიბოც მიჰყვა:
-ცუდად ხართ?
-არ… ვარ. ხო- ვალერიმ სათვალე მოიშორა და თვალების სრესვას მიჰყო ხელი, ოღონდ მანამდე მიდამო მოათვალიერა- პოლიციელები არ ჩანდნენ…
თუმცა საიდანღაც მანქანის გრიალა ხმა მოისმა- სიკვდილის მანქანის.
-შემოდით ეკლესიაში. სადმე დაგსვავთ, მამა ვახტანგი გამონახავს რამეს… მას მაინც გაუზიარეთ თქვენი ჭირის ამბავი, ჩემთან თუ გერიდებათ- მის დახმარებას შეეცადა ჯიბო.
-მამაო ვერ მომიტევებს- ვალერი თვალების სრესვას შეეშვა და სათვალე ცხვირზე მოირგო.
-არ არსებობს საქციელი, უფალმა რომ არ მოგვიტევოს ადამიანებს.
-არა, სხვა საქმეა ეს…-ჩაიფხუკუნა ვალერიმ, ყოფილმა პედაგოგმა.
-ნუ… კარგით, შევალ მაშინ მე- თავი დახარა ჯიბომ- თუ რამეს გადაწყვეტთ, შემოდით, მხარში ამოგიდგებით- იგი ნელი ნაბიჯით გაემართა ეკლესიისკენ.
ვალერი ადგილიდან არ განძრეულა… არადა, უკვე ახლოდან ისმოდა მანქანის ძრავის გრიალი… და წამიც… წამიც და დაინახა, როგორ გამოძვრა ხიდის ქვემოდან შავი მანქანა… სიკვდილის მანქანა…
პატარა ეშმაკუნებით სავსე მანქანა…
თავდაპირველად სკოლას ჩაუარეს, სადაც პოლიციელი და ექიმები ირეოდნენ. ტატომ უხმოდ დაძრა მანქანა და სხვა მხარეს გადაუხვია.
ამის შემდეგ ბარი შეამოწმეს. ,,დაკეტილია”- ეწერა მინის კარზე. კინოსაც ჩაუყვნენ, მაგრამ… ვერა. ვერ იპოვეს ის, ვისაც ეძებდნენ.
-ეხლა არ დამცინოთ, მარა შეიძლება სასაფლაოზე იმალებოდეს- თავისი აზრი გამოთქვა ხის ბინადარმა, გარუჯულმა და დაკუნთულმა ტიპმა.
-სასაფლაოზე არა, სამოთხის ჭიშკართან- გაეღადავა ქუდიანი როჟა.
-ჰ!ჰ!- ოხრასავით სიცილი ამოუშვა ვირის სიფათიანმა, რომელიც ზემოთ მოხსენიებულ ორ ,,პიროვნებას” შორის მიჭყლეტილი იჯდა.
-ეკლესიაში ხომ არ იქნება?- სასაფლაოსა და სამოთხეს ხსენებამ ეს აზრი გაუჩინა შაკუნას- ჰა, ტატო?
-ღირს შემოწმება?- თავის მიუტრიალებლად ჰკითხა ტატომ.
მათ ფეხბურთის მოედანსაც ჩაუარეს.
-ვნახოთ, რა. ჩვენი რა მიდის, შადღაც ხომ იქნება?
-თუ მანდაც არ იყო, გამოდის და აორთქლდა- კვლავაც ხმა ამოიღო ხის ბინადარმა.
-მასეთი პატარაც არაა ჩვენი ქალაქი- ღრენის მსგავსი ბგერები გამოსცა ტატომ. ვერც ერთი ხვდებოდა, ასე რატომ გაამწარა მეცხრე კლასელი ბიჭის სიკვდილმა იგი- თუ რამე და სახლში მივაკითხავთ.
-იქნებ დაიჭირეს უკვე?- ივარაუდა ქუდიანმა როჟამ.
-ძაღლობას მაგის თავი (აქ სხვა სიტყვა იხმარა) რომ ჰქონდეს…
-და რომ ვიპოვით, მერე რაღას ვიზამთ?- ფრთხილი ტონით ჰკითხა ქუდიანმა როჟამ.
-ხომ გითხარით, მამაჩემი დაგვეხმარება-მეთქი!
-მამაშენი… პოლიციაში…
-ჰო, მამაჩემი პოლიციაში. რომ ვიპოვით, რასაც გეტყვით, იმას იზამთ, მერე მე და მამაჩემი მივხედავთ. მობილური ხომ გაქვს?- გამოჰხედა ტატომ შაკოს.
-კი.
-ანგარიში?
-მაქვს ეგაც- დღეს ჩაერიცხა ლარიანი. შაკოს უნდოდა ეთქვა, ჩემი მობილურისგან რა გინდა, შენ დასარეკი არა გაქვსო თუ რაო? ის მე ვიყავი, წინა საღამოს გოგოებს რომ ეჩალიჩებოდაო.
-ხოდა გამოგვადგება შენი მობილური.
-კარგი.
მათ ხიდის ქვეშ გაიარეს, წამით ჩამობნელდა, შემდეგ კი კვლავაც ეცათ მზის სხივები, რომელთაც თავი მუქი ღრუბლებისთვის დაეღწიათ.
-რომელმა თქვა წეღან, ეკლესიასთან იქნებაო?- ნერვიულად იკითხა ტატომ.
-მე, რა არის?- მხრები აიჩეჩა შაკომ- ვივარაუდე უბრალოდ.
-საქმეს რომ მოვათავებთ, ლოყაზე გაკოცებ- გაუცინა ტატომ.
-რატომ, რა?..- გაწითლდა შაკო და თითების ცეცება დაიწყო მუხლებზე.
-წინ გაიხედე- თითი აიშვირა ტატომ და მანქანა შეაყენა.
-ვალერა?
-გადმოდით ახლა- წარმოთქვა ტატომ და მანქანის კარი გამოაღო…
ხუთი კაცი ერთდროულად გადმოვიდა მანქანიდან.
ჯიბომ თითები შარვლის ჯიბეში ჩაიცურა. ,,რაღაც სჭირს ამ კაცს- გაიფიქრა და უკანასკნელად (ასე ეგონა) გახედა საწყლად მდგარ ვალერის, რომელიც პიჯაკის შიდა ჯიბეში ხელებს იფათურებდა- მაგრამ არ მიმხელს, არ უნდა ალბათ და იმიტომ. თავისი საქმეა.”
მეორე წამს კი თითები ჯიბიდან ამოაცურა, რადგანაც ეკლესიაში ასე შესვლა უწესო იქნებოდა. ამოცურებულ თითებს ოც თეთრიანიც ამოაყოლა- სრულიად შემთხვევით. ხურდამ ზღართანი მოადინა მიწაზე. უხმო ზღართანი.
-ფფფ- ამოიოხრა ჯიბომ და ხურდისკენ დაიხარა. დახრისას კიდევ ერთხელ გააპარა თვალი პედაგოგისკენ…
ეს წამიერი შეყოვნება რომ არა, ვერასდროს იხილავდა იმ საზარელ სცენას, რომელშიც საწყალ პედაგოგს… ყოფილ პედაგოგს სვავებივით ეცნენ მომხდურნი.
ენით აღუწერელი შიში ჭამა ვალერიმ, მას შემდეგ, რაც ისინი იხილა… არა ერთი ან ორი, არამედ ხუთნი. ხუთნი იყვნენ!
ხუთნი!
ყოფილმა პედაგოგმა პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიყო ხელი, შეამოწმა, ადგილზე ჰქონდა თუ არა საფულე და ხელი ისევ უკან ამოაცურა… და სწორედ ამ დროს გაჩერდა შავი მანქანა ეკლესიის წინ, საიდანაც ჯერ ერთი, შემდეგ ორი, სამი, ოთხი… და მეხუთე ყმაწვილიც გადმოვიდა.
ადვილად მიხვდა, რომ ისინი მონასტერში სალოცავად კი არა, მის წასაყვანად იყვნენ მოსულნი… ეს რა დაინახა- ერთს ტანზე მაისურიც კი არ ეცვა.
-ვალერი, არა?- ჰკითხა მაღალმა ბიჭმა და მისკენ დაიძრა.
-დიახ- მშვიდად მიუგო ვალერიმ… მაგრამ ვაი ამ სიმშვიდეს- ფეხები უკვე უკანკალებდა, მუცელში კი საშინელ ტკივილს გრძნობდა… აღარ სურდა პრობლემები: ჯერ ზურაბი, შემდეგ დედა…
-მასწავლებელი კაცი ხარ, ბავშვი როგორ მოკალი- მაღალმა ბიჭმა, ტატომ, მისკენ გადადგა ნაბიჯი და მოულოდნელად წყვიტა მუშტი მუცელში.
ვალერიმ წარმოუდგენელი ტკვილი იგრძნო. შიგნით ყველაფერი ამოუტრიალდა. ხელები მუცელზე მიიჭირა და თავი ძირს დახარა, რის შემდეგაც სათვალე ჩამოუცურდა ცხვირიდან და მიწაზე მოადინა ზღართანი- მინის გატეხვის ხმა არ გაუგონია…
-ეეე, რატომ მირტყამთ, რა დაგიშავეთ?
-ჩვენ არა, ჩვენს ძმას დაუშავე, შე ახვარო კაცო!- ტატომ მას მხარში ჩაავლო ხელი და პანღურ-პანღურით მიაცილა მანქანამდე- ხმა არ ამოიღო.
ვალერიმ ვეღარ შეძლო თავის შემაგრება და ძირს დაებერტყა…
-ადექი! ნუ ფორთხიალობ.
-ადე, არ გაცივდე- მოესმა ვიღაცის სიცილი და მალევე იგრძნო ფერდში წიხლი.
-ეკლესიის მაინც არა გწამთ… გეყოთ… დედა მომიკვდა, რა…
-ეკლესია მაშინ გეწამა, ბავშვს რომ კლავდი- ტატომ კვლავაც ჩაავლო ხელი და ფეხზე წამოაყენა- გუშინ როგორ მოგეწონა ბარის უკან გაუთოვება?
ბარის უკან… გაუთოვება… აი, ვინ ყოფილა… ზურა და ეს ბიჭი ყოფილან…და კიდევ ვიღაც მესამე…
,,ავტოავარია!”- ეცნო მისი ხმა. ბნელი სხეულიდან ამომავალი ტკბილი ხმა.
,,რას მიპირებენ? ღმერთო!”
თავის გათავისუფლებას შეეცადა, მაგრამ- ამაოდ.
-ტატო, აქ არ გვინდა, რა. ეკლესიაა მაინც- მოესმა იმ ბიჭის ხმა, რომელმაც წეღან დასცინა, ადე, არ გაცივდეო.
ორმოცდასამი წლის კაცი… ყოფილი პედაგოგი… ბავშვების მსხვერპლი უნდა გამხდარიყო?.. ამისთვის იცხოვრა?.. რატომ არ გადმოხედავდა ღმერთი მაღლიდან და რატომ არ დაატეხდა ამ კაცის მკვლელ არამზადებს ელვას და მეხს? მაგრამ სად იყო ღმერთი? ალბათ, დასცქეროდა ზემოდან საწყალ ვალერის… და სიცილით კვდებოდა… ,,ხელი გაანძრიე და გეშველება”.
კიდევ ერთხელ სცადა თავის დაძვრენა, მაგრამ კვლავაც- უშედეგოდ.
-ნუ მეჯიკავები.
-ტატო, მოისმა ვიღაცის ხმა. ვალერი უკვე ვეღარაფერს ხედავდა- გაიხედე წინ, პოლიციის მანქანა დგას მემგონი.
-იდგეს მერე- მშვიდად მიუგო ტატომ-გამომიღე კარი… რატომ დაკეტე საერთოდ- მან ვალერი მანქანის უკანა სავარძელზე მიაგდო და თავად საჭეს მიუჯდა…
ვალერის გვერდით სამი კაცი მიუსხდა… და მიხვდა, რომ მათგან თავს ვეღარ დაიძვრენდა… თან როგორი უჰაერობა იყო… ცოტაც და სულს გააფრთხობდა.
-საით, ტატო?
-სასაფლაოზე ავიდეთ- მიუგო საჭესთან მჯდომმა ტატომ- იქიდან მამაჩემს დავურეკავ.
ხმა აღარავის ამოუღია. მძღოლმა მანქანა დაძრა და სასაფლაოსკენ გასწიეს.
ჯიბომ ოც თეთრიანი აიღო და ფეხზე წამოდგა… აი, წამოდგომისას კი წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და რამოდენიმე ნაბიჯით გადაქანდა უკან, რითიც უფრო დაშორდა წმინდა მონასტერს.
და სწორედ ამ დროს მოესმა მანქანის გრიალის ხმა.
მან კიდევ ერთხელ გააპარა თვალი ვალერისაკენ, რომელიც ხელს პიჯაკის შიდა ჯიბეში იფათურებდა…
და მზერა მანქანიდან გადმოსულ ხუთ ახმამ ტიპზე გადაიტანა- იცნო თითოეული მათგანი: ტატო, შაკო, ბადრი, ლუკა (მუდამ მომღიმარი) და გიორგი- ტანზე რომ არაფერი ეცვა. ნაბიჭვართა ბრბო.
ჯიბო იქვე მდგარ ხეს ამოეფარა და მათი თვალთვალი განაგრძო. დაინახა, როგორ ეძგერა ტატო ვალერის და როგორ უთავაზა მუშტი მუცელში… საწყალ კაცს კვნესა აღმოხდა…
დაინახა, როგორ მოიხელთა ტატომ და წიხლის კვრით გაიგდო მანქანისაკენ…
თან შველასაც რომ არ ითხოვდა…
მორჩა! მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, ადგებოდა და გაუვარდებოდა მათ… მაგრამ რომ იდგა… და გავარდნის თავი რომ სულ მთლად დაკარგვოდა?.. მაგას რაღას უზამდა…
არადა, კაცი შველას ითხოვდა…
დააგვიანა… მანქანა უკვე ადგილიდან დაძრულიყო… აზრი აღარ ჰქონდა გავარდნასა და თავის გმირად მოჩვენებას…
,,ჩვეულებრივი მშიშარა ვარ”- გამოლანძღა საკუთარი თავი.
კაცს შველა სჭირდებოდა, იგი კი ქვეშაფსიასავით დამალული გაჰყურებდა მას…
,,რა კაცი უნდა დადგეს ჩემგან”… და წარმოიდგინა ყველა სავარაუდო სიტუაცია, თუ რას უზამდნენ ის ახვრები საწყალ ვალერის… პედაგოგ კაცს…
მანქანა სულ მთლად გაქრა თვალთახედვის არედან… გაკიდებას უკვე აღარ ჰქონდა აზრი…
ეკლესიაში შესვლა დააპირა ისევ- მამა ვახტანგის აცნობებდა ამ ყოველივეს, შემდეგ პოლიციასაც ჩართავდნენ საქმეში… და გადაარჩენდნენ კაცის სიცოცხლეს…
ამ ფიქრებში იყო, როცა კარის სახელურს მოქაჩა- მაგრამ იგი არ დაჰყვა. კიდევ ერთხელ სცადა- მაგრამ უშედეგოდ- ისევე უშედეგოდ, როგორც ვალერი ცდილობდა არამზადებისგან თავის დაღწევას…
სხვა რა უნდა ექნა- კარზე დააკაკუნა, მაგრამ არავის გაუღია.
-რა ჩმორივარ- ჩაილაპარაკა მან და კიდევ ერთხელ ინანა, რატომ არ გავუვარდი და არ დავერიე იმ ლაჩრებსო…
,,ლაჩარი ვარ მე და მორჩა”…
კიდევ ერთხელ სცადა კარის გაღება… და სასწაული- სახელური დამორჩილდა. ნუთუ წეღან ნერვიულობის ბრალი იყო? ალბათ.
,,აუუ, ვალერი. მაგარი ჩმორი ვარ”…
მან ეკლესიაში შეაბიჯა და თვალით მამა ვახტანგის ძებნა დაიწყო… რატომღაც უაზრო ფიქრი მოუვიდა თავში: მამა ვახტანგისა და ვალერი ჯავახიშვილის სახელები ერთი და იმავე ასოსგან იწყებოდა, ეს გახლდათ: ,,ვ”…
მამა ვახტანგი, რომელიც ქადაგებდა და რომლის ხმაც მთელ მონასტერში ისმოდა, შემაღლებულ ადგილზე იდგა.
,,მორჩება ქადაგებას და ყველაფერს მოვუყვები”- გაიფიქრა ჯიბომ, მაგრამ ქადაგება არც ერთი წუთის შემდეგ დასრულებულა და არც-ორის.
მეტი აღარ შეეძლო. ვეღარ ჩერდებოდა აქ, სანთლის შუქით განათებულ სიცარიელეში… აღარ ჰყოფნიდა ჰაერი…
თავს სულ ტყულად იტანჯავდა…
კარი გამოაღო და ისევ გარეთ გავიდა… ვერც სუფთა ჰაერმა უშველა.
-ტკაც!- მოესმა უცნაური ხმა.
ძირს დაიხედა- ვალერის სათვალე გაეტეხა…
-მოკლავენ საცოდავ კაცს- ჩაილაპარაკა და აღშფოთებულმა სახლისკენ გასწია.

მუშტებ შეკრული ჯიბო, თვალის ცეცებით მიიწევდა წინ.
ერთი ნატვრა ჰქონდა იმ წამს მხოლოდ: როგორმე ხელში ჩაეგდო იმ ხუთეულის წევრები, რომელთაც ვალერი ჩაწიხლეს, და სათითაოთ გასწორებოდა სუყველას.
იმ წამს მართლაც არაფერზე დაიხევდა უკან.
მას უკვე დაესახა გეგმა. კარგი გეგმა. გეგმის პირველი ნაწილი კი ასეთი იყო: არავისთვის არ უნდა გაემხილა ვალერის გაუჩინარების ამბავი… უკვე ,,გაუჩინარება” დაერქვა ზემოთ მოყვანილი ამბისთვის… ,,არ მოვყვები კი არა- შეუსწორა საკუთარ თავს- ის არ უნდა ვუთხრა არავის, რომ მე თვითონ შევესწარი ვალერის გაუჩინარების სცენას. და ისიც, რომ მგონი მე ვარ ერთადერთი მოწმე. მოწმეებზე კი სულ ზეწოლაა… მაგრამ მე არ მეშინია მაგ ახვრების... და რატომ დასდევენ? რას ერჩიან? რა უნდათ ვალერისგან? ”
მასაც, როგორც ვალერის, უცნაური ენერგია მოსჭარბებოდა. მთებსაც კი გადადგამდა, ისეთ ძალას გრძნობდა სხეულში…
მაგრამ საინტერესო ის იყო, სადამდე გაგრძელდებოდა ეს ყოველივე?..
არა! დღეს აღარაფერი დასრულდებოდა! დღეს აღარაფერზე დაიხევდა უკან. გეგმას ასი პროცენტით შეასრულებდა… წინ კი ვერავინ აღუდგებოდა.
,,ეს ყოველივე ბარში მოხდება- ღიმილ ნარევი სახით გაიფიქრა მან- ხალხის თანდასწრებით“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები