ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავი მეოთხე ბარში კვლავაც ექვსი აპრილია. საღამო ხანი. ჯიბო საკუთარ ბარში, ნაცნობ ადგილზე ზის. ხელში გარეცხილი ჭიქა უჭირავს- აპრიალებს. არაფერს იმჩნევს. თავს კარგად გრძნობს. კლიენტებს ისევე გულიანად ესაუბრება, როგორც ადრე. მაგრამ ერთი რამ კი ფაქტია: ყოველ წამს თვალს აპარებს კარისკენ… იცის, რომ მოვლენ ისინი… იცის, და ელოდება მათ გამოჩენას. უსათვალოდ დარჩენილ ვალერის მეტი რაღა დარჩენია- თავი ხელებზედ აქვს ჩამოყრდნობილი. მას თავისი ბედი გამტაცებლებისთვის მიუნდვია. საშინელ ტკივილს გრძნობს ყელსა და მუცელში. ფეხებიც უკანკალებს, ცდილობს მათ შეჩერებას, მაგრამ ვერას ხდება… უსათვალოდ დარჩენილს ცრემლი უწვავს და უნამავს თვალებს… დედა… ზურაბი …გაპარვა …გაქცევა …დამალვა …ეკლესია …ჯიბო …ახლა კიდევ ეს ნაძირლები… დედაზე ერთი მოგონება ამოუტივტივდა: მაშინ ჯერ კიდევ პატარი ბიჭი იყო, ასე სამი-ოთხი წლის. ხოდა, ასეთი რამ შეემთხვა: რატომღაც საკუთარი ცინგლის ჭამა გადაწყვიტა და ეგონა კიდევაც, ამ საქციელს ყველა მომიწონებსო. გაიქანა თუ არა ცინგლიანი თითი პირისკენ, მამა ეცა და ხელი დააშვებინა. ბიჭმა ტირილი მორთო, აყვირდა ბებია, არ შეიძლება, არაო. ტიროდა ბავშვი… და დაინახა დედა, რომელიც ხმაურზედ შემოსულიყო ოთახში. და ქალს, მშობელ ქალს უკანასკნელი იმედის თვალით გახედა. რატომღაც ეგონა, ის მაინც არ დამიშლის ცინგლის ჭამასო… შეცდა! ვაი და როგორ შეცდა! დედაც აჰყვა მამასა და დედამთილს. სამივენი უყვიროდნენ, არ შეიძლება ცინგლების ჭამაო, შენ ხომ არ გადაირიეო?! ვალერი კი აგრძელება ტირილს, ცხელი ცრემლი უნამავდა სახეს, აწითლებულ, ბავშვურ სახეს… ,,მორჩა, განწირული ვარ- ფიქრობს იგი და ცდილობს, ქვემოთ ჩამომავალი ცინგლები, უკან, სადღაც ბნელ სიღრმეში აიბრუნოს- მომკლავენ, არადა შემომაკვდა ზურაბი… თან არც არავინ იცის სადა ვარ… მაინც დამიჭერდნენ, აბა სად დავემალებოდი ორასი ლარით პოლიციას… თუ მომკლავენ, მომკლან- დედას მაინც ვიხილავ მაღლა ცაში”… დიახ, იგი არ ეჭვობს ამას- იგი ცას შეჰხარის, იგი ცას ენატრის; სწორედაც რომ ცაშია მისი ადგილი. -ცცც! გაჩერდა მანქანა. -მოვედით, ძმებო- გაისმა საჭესთან მჯდომი ტატოს ხმა. მართლაც, ისინი ქალაქ ბორის საფლავზედ მისულიყვნენ ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ, ვალერის კი ოთხივე კარი გადაურაზეს. -მობილური მომეცი- ხელი გაუწოდა ტატომ შაკოს. -მაიცა…- შაკომ ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა- აჰა. -ვის ურეკავ?- ჰკითხა ხის ბინადარმა, დაკუნთულმა ტიპმა. -მაცა- ტატომ ნომერი აკრიფა- მამაჩემს ვურეკავ…ხმა არ ამოიღოთ… ტატოს მამას პოლიციის განყოფილებაში ვიდეო-კამერებზე თვალყურის დევნება ევალებოდა. ზარი გავიდა, რის შემდეგაც მამა-შვილს შორის გულითადი საუბარი გაიბა: -ტატო ვარ, მა… ძმაკაცის ნომრიდან გირეკავ… გამონახე დრო, არ მაინტერესებს… მომისმენ ახლა ცოტა ხნით?!. მაცალე-მეთქი… მოკლედ, ვალერას რომ ეძებთ მთელი პოლიცია… ვინ ვალერა და ვინც ვალერა… საერთოდ აზრზე ხარ… სად ხარ საერთოდ?.. ხოდა მომისმინე… ვალერა ჩემთანაა, რა და როგორ-სახლში… ხოდა, გეუბნები, რომ კამერები გათიშო უკანა მხარეს… აუ, სახლში გეტყვი-მეთქი!.. რასაც გეუბნები ქენი… ხო, ხო, მიხვდი ახლა? კამერები უნდა გათიშო, თორემ დაკითხვების თავი არა მაქვს… მომისმინე, მოვალთ თუ არა, ზარს გამოგიშვებ და მერე შენ იცი… არ მაინტერესებს რა შეგექმნება და რა არა, არ მადარდებს… გეუბნები გაიგე, რასაც ვამბობ… გათიშავ კამერებს, ჩვენ კიდე მოგიგდებთ უკანა მხარეს… ვინ ჩვენ და ვინც ჩვენ… ხომ გაიგე?.. მოგიგდებთ-მეთქი და მერე შენ იცი- თუ გინდა კამერები ჩართე, რაც გინდა ის ქენი, გაქცევამდე უნდა შეათრიოთ… მაშინ დაგირეკავ, როგორც კი მოვალთ ახლოს… უეჭველი უნდა გათიშო, მა… კაი, კაი… ტატომ მობილური გათიშა და შაკოს დაუბრუნა. -აზრზე მოხვედით ეხლა, რასაც ვაპირებთ?- ჰკითხა მან დანარჩენებს. -კი- მიუგო ქუდიანმა როჟამ- მარა, ბარემ პოლიციისთვის გადაგვეცა, რაღას აწვალებ მამაშენს? -ცოტა ტვინი გაანძრიე!- დაუყვირა ტატომ. -ეხლა რა ვთქვი ისეთი, ვაა? ვერ მივხვდი. -რადა, დაკითხვებზე მოგვიწევდა შიარული- ტატოს მაგივრად გასცა პასუხი შაკომ. -ა, ხოო… -მოგახტა ხბო! მომისმინეთ ერთი წუთით: ისე უნდა ვქნათ, რომ ყველას ეგონოს, ვალერი თავის ფეხით მივიდა პოლიციაშიო და ჩაბარდაო, ხომ გაიგეთ, თან მამაჩემიც შეგვიწყობს ხელს. -ხო, გასაგებია. -მარა, ბიჭო- ხის ბინადარი ჩაერია საუბარში- რო ჩაგვიშვას ამ ახვარმა? -ეგ ცალკე პრობლემაა… -დავაშინოთ მაშინ. -არა. სხეულზე ერთი ნაკაწრიც არ უნდა ეტყობოდეს, თორემ რამეს იეჭვებენ… -ტატო- შაკომ მეგობარს ხელი გადახვია- გუშინ რომ ბართან ჩვენ მაგას… უეჭველი ექნება დალურჯებები. -დაიკიდე. მაშ, ხომ გაიგეთ ყველაფერი, ჰა? -ხო, გავიგეთ. -ხოდა, თუ გაიგეთ, დაეყარენით ეხლა მანქანაში. ისინი მანქანაში მოთავსდნენ. ტატომ უკანასკნელად გახედა თეთრად შემოღობილ საფლავებს, რომელთა გარშემოც იასამნის ხეები ამოზრდილიყო. შავი მანქანა დაიძრა; ჩიტები კი კვლავაც განაგრძნობდნენ ყრუდ გალობას. შემდეგ კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმეს: პოლიციის განყოფილებასთან მისულებმა ზარი ტატოს მამასთან გაუშვეს; ამ უკანასკნელმა კი ვიდეო-კამერები გათიშა. -შენთან დამშვიდობება მოგვიწევს- ტატომ ყოფილ პედაგოგს- ვალერი ჯავახიშვილს- მხრებში ჩაავლო ხელი და მანქანიდან გადმოათრია. საწყალ კაცს ძალაც აღარ შერჩენოდა. უკვე ვერას ხედავდა- აქ იჯდები, არც კი გაბედო განძრევა და პოლიციაში ჩვენი დასმენა, თორემ ციხეში მაგრად მოგივლიან- ტატომ იგი ცივ ტროტუარზე დასვა და რა დარწმუნდა, გაქცევის თავიც არა აქვსო, საჭეს მიუჯდა. მანქანა დაიძრა და დიდი სიჩქარით ჩაუქროლა საცოდავ, გაუბედურებულ, დედა მკვდარ კაცს… -ამას დამიხედეთ! თავისი ფეხით არ გამოცხადებულა! ჩაავლეს ვალერის ხელი და მომცრო ზომის საკანში გამოჰკეტეს… გამოჰკეტეს რკინის გისოსებს მიღმა, ბნელ და ცივ საკანში… ეკლესიიდან დაბრუნებული, ბოღმისგან გასიებული ჯიბო ტელევიზორს მიუჯდა. საინფორმაციოს საშუალებით მალევე შეიტყო ქალაქ ბორის სკოლაში დატრიალებული საზარელი მკვლელობის შესახებ. საღამო ხანს კი, ლოთი მამაკაცების საშუალებით ვალერი ჯავახიშვილის შეპყრობის ამბავიც შეიტყო. ,,თუკი ვალერიმ ეს შეძლო, მე რა, ვერ ვიზამ?”- გაიფიქრა მან და გეგმა დასახა, რომელსაც აუცილებლად განახორციელებდა იმავე საღამოს. საღამო ხანია. ზის ჯიბო საკუთარ ბარში და აი, რას ფიქრობს: ,,შემთხვევით მოკლავდა… ანდაც რაც არ უნდა იყოს, მე არ მადარდებს. კაცმა სწორი საქციელი ჩაიდინა. ვინ იცის, ის ნაბიჭვარი ბავშვი მომავალში რა გახდებოდა… მაგრამ, ღმერთო, მაპატიე! ძალიან უსაქციელოდ ვიქცევი. ეკლესიაში დავდივარ, შენს სახელს ვადიდებ და მეორე წამს კაცის კვლაზე ვფიქრობ… არც მოძალადე ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ… მაგრამ ყელში მაქვს ამდენი სისასტიკე ამოსული. როგორ შეიძლება ასე უსამართლოდ იხოცებოდეს ხალხი, ანდაც ვალერი ჯავახიშვილისავით უსამართლოდ ხვდებოდნენ ციხეში?.. ვერავინ დამარწმუნებს, რომ იგი თავისი ფეხით გამოცხადდა პოლიციაში… ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩააბრძანეს იმ ლაწირაკებმა მანქანაში და სადღაც წაიყვანეს- იმ წამს მეგონა, რომ მოკლავდნენ და სადმე მიჩქმალავდნენ მის გვამს… ერთადერთი მოწმე მე ვარ და თანაც ისეთი მოწმე, აი, ვერავის რომ გავუმხელ ჩემს დარდსა და ტკივილს… ეს დოყლაპიებიც მოდიან და ლუდსა მთხოვენ… არადა, ხომ ვიცი, ესენიც კაი ნაბიჭვრები არიან. ოთხმოცდაათიანი წლების ,,ლომები”… ა, მათ გამო ვართ ასე უკან… გენაცვალე ვალერი!.. კაცი ხარ და ვერავინ გადამარწმუნებს ამაში… ის ბიჭი ცოცხალი რომ დაგეტოვებინა, ერთით მეტი ნაძირალა ივლიდა ქვეყნად… ამაზე რომ ფიქრობდნენ ახლა… ასეთ დღეში ხომ არ ვიქნებოდით?.. ლეკზე დიდი ჭირი არ ჰყოლია საქართველოსო… მაშ ეს რა არის- ძველ ბიჭობა და რუსული მენტალიტეტი… ამათი მოშორება… თურმე ჩემსავით მოაზროვნე კაცი ყოფილა ქვეყნად და ისიც უსამართლობის მსხვერპლი გამხდარა… კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, ღმერთო, მაღალო… მაგრამ ჩემთვის ვალერი… რა ვიცი… არც კი ვიცი… შეიძლება არც კი ფიქრობდა ჩემსავით და ტყუილად ვადიდებ… რაც მთვარია, შენთან უნდა ვიყო, ღმერთო, მართალი და ჩემს სამშობლოსთან… ისეთი ქვეყნის შვილი ვარ, რომელსაც ჰყავდა: ილია, ჯავახიშვილი, ხელაია, გამსახურდია, კოსტავა… კიდევ მრავალი…” ვეღარ შეძლო ჯიბომ ფიქრი. ცრემლები წასკდა თვალებიდან… -ახლავე მოვალ- თქვა და ტვალეტში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად… ,,ბოლოს როდისღა ვიტირე?”- ფიქრობდა და ცივი წყლით იწმენდდა ცრემლებს. და აი, ისიც! მისი აღმატებულება! სერ ტატუნიო- ტატო მერაბიშვილი! ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც მთელი საღამოა ელის. ტატო დახლთან ჯდება და ორას გრამ არაყს უკვეთს. ჯიბოს საშინელი აზრი მოსდის თავში: ,,ხომ არ დამინახა ამ ფარჩაკმა ეკლესიის წინ?” საზარელი ფიქრის მიუხედავად, ჭიქას მაინც უვსებს არყით და დახლზე უდგამს. ,,არა, ვერ დამინახავდა.” ტატო ჭიქას იყუდებს და რამოდენიმე წამში სახე ეჯღანება. ჯიბოს ასეთი გეგმა აქვს: იმდენს დაალევინებს, თანაც უფასოდ, სანამ ბიჭს ტუალეტში შესვლა არ მოუნდება. ტუალეტში შესულს კი ჩუმად აეკიდება… თანაც ბოთლით ხელში. ,,ბარი ჩემია და როცა მინდა მაშინ შევალ ტვალეტში.” -დაგისხა კიდევ? -მიდი, დაასხი ერთიც. ჯიბო სასმელს უსხამს. -შენი ძმაკაცები სად არიან?..- ,,ბარემ ჰკითხე, ის თავმოტვლეპილი ბიჭი სადღაო, დილაუთენია ,,ზდ” რომ მითხრაო”. -საქმეები აქვთ- ტატო ჭიქას იყუდებს. ჯიბოს ვიღაც ეძახის: ,,სასმელი, ჯიბუ!” ბარმენი კლიენტისკენ მიიწევს… ტატო კი ჩუმად ზის, თავს დახლზედ დებს და რაღაცაზე იწყებს ფიქრს… ,,ნანობს ვითომ? საინტერესოა.” ჯიბო ტატოს კვლავაც სთავაზობს ერთ ჭიქა არაყს, თანაც უფასოდ. -აღარ მინდა- უარობს ბიჭი. -არ გადაგახდევინებ. -არ მინდა-მეთქი. -კაი. ჯიბო თავს ანებებს. ტატო კი სკამიდან დგება და ტუალეტში შედის. ,,ორმა ჭიქამ მოანდომა?..- გახარებული ჯიბო მას მიჰყვება, ხელში კი შუშის, ცარიელი ბოთლი უჭირავს- ანგარიშის გასწორების დროც მოვიდა, ჩემო ტატო. ვალერის დამცირებას არ შეგარჩენ.” ჯიბოს ბარის ტუალეტში შეგიძლიათ მოფსათ და შემდგომ ხელები გადაიბანოთ- სხვა არაფერი. თეთრ კაფელზე აქა-იქ მოწეული სიგარეტები ყრია. ჯიბოს შარდის სუნი სცემს. ,,ისევ არ ჩარეცხეს, იმ დამპლებმა”- ფიქრობს იგი. ტატო ტუალეტისკენ მიიწევს, ჯიბოც მისდევს მას- ნელ-ნელა და უხმაუროდ. ,,ახლა რომ ვინმე შემოვიდეს… ხომ ვამბობდი, საკეტი უნდა დამეყენებინა კარზე-მეთქი… გვიანია ახლა მაგაზე ფიქრი.” თანაც საკეტის დაყენების შემთხვევაში, შეიძლებოდა ვიღაცები ჩაკეტილიყვნენ და… ტატო რატომღაც ჩერდება და იზმორება ტუალეტის კარის წინ. ,,კიდევ კარგი კარებზე სარკეები არ დავაყენე, აი, ზოგან რომ უყენიათ ხოლმე. რომ დამეყენებინა, უეჭველი დამინახავდა… აი, სად გავთვალე!” ჯიბო ბოთლს მაღლა სწევს… შუშის, ცარიელ ბოთლს… ცოტაც და ჩაარტყამს… მზადაა ამისთვის… მაგრამ შეშდება… რატომ ჩერდება? მას ხომ გეგმა აქვს შესასრულებელი? და ამასობაში ხდება საშინელი რამ: თითქოს ტატოს რაღაც სუნს გრძნობსო, მისკენ ტრიალდება… ტრიალდება და მაღლა ბოთლ შემართულ ბარმენს საშინლად ცივ მზერას სტყორცნის… ოო, როგორი ცივია ეს მზერა! ვერ შეძლო ჯიბომ მისთვის რამის დაშავება… სუსტი იყო? არა, ნამდვილად არ იყო სუსტი… უბრალოდ მისნაირი სადისტი არ აღმოჩნდა… დანარჩენ საფიქრალს კი მკითხველს გიტოვებთ- არის თუ არა ჯიბო სუსტი?.. არა, ის სუსტი არ არის! ეს რა იყო?! ეს რა საშინელი მზერა სტყორცნა?! ცივი, სასტიკი, მბრძანებლური… საშინელი მზერა, აი, ადამიანს რომ ადგილზედ გაჰყინავდა… და სწორედაც მაგ მზერამ გაჰყინა ჯიბო ერთ ადგილზედ. სულ მთლად დაუბინდა გონება… იმის მაგივრად, რომ ბოთლიანი ხელი დაბლა ჩამოეშვა, ანდაც თავის ფხანვას მოჰყოლოდა, ძვრაც ვერ უყო… დგას გაუნძრევლად… ერთსა და იმავე პოზაში… ტატო კი კვლავაც ცივი მზერით შეჰყურებს… ჯიბო ბავშვივით იმორცხვებს და ბოთლიან ხელს დაბლა ხრის. იგი კაფელს ჩაშტერებია. სახე წითელ ვაშლს დამჰგვანებია. ტატო კი კვლავაც მიშტერებია და ხმას არ იღებს… ჯიბო ყოველ წამს ელის მისგან სახეში მუშტის დარტყმას… მაგრამ არ ურტყამს… კარგად ესმის ნაბიჯებისა და კარი გაღების ხმა. თვალებს მაღლა სწევს და ტუალეტის კარის გარდა ვერაფერს ხედავს. ბიჭი აღარაა. წასულა. ჯიბოს ბავშვივით რცხვენია… დგას კვლავაც ბოთლით ხელში და თავს დასცინის- მან ხომ ვერ შეასრულა დასახული გეგმა. კარგი გეგმა. ,,ძლიერი ვარ! ძლიერი ვარ! ვერავინ შემედავება ამაში- ფიქრობს ჯიბო და დახლს სველი ნაჭრით წმენდს. ათი წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა კლიენტმა დატოვა ბარი. კარი ჯერაც არ ჩაეკეტა- არას ჩქარობს. ოო, როგორ აერ-დაერიათ ირგვლივ ყველაფერი. არაუშავდა, მეორე დღეს მისული დამლაგებელი მიხედავდა ამ ყველაფერს. ბარმენი, დახლის წმენდის პარალელურად, ამას ფიქრობს: რატომ არ დაარტყა? არადა, რა კარგი შანსი ჰქონდა… კიდევ კი მიეცემოდა მსგავში შესაძლებლობა?.. და ბიჭის მზერა რაღა იყო?! კინაღამ მზერით განგმირა იგი… ეს რა ნახა! რა თვალები!.. ,,მორჩა, დამერხა, მაგარ შარში ვარ”- გააცნობიერა მან. ნეტავ ახლა სად იყო ტატო, რას ფიქრობდა, რას ჭამდა, ანდაც- რას სვამდა? ნუთუ მისგან და მისნაირებისგან საფრთხე ელოდა ჯიბოს? მაშინ არ დატოვებს ბარს და აქვე გაათევს ღამეს. -კარი უნდა ჩავკეტო, რა- ბურდღუნებს და მოშარვის სურვილი უფრო აწვება… ნაჭერს დახლზე დებს და ტვალეტისკენ მიდის. შიგნით შესული კარს ფრთხილად აღებს- რატომღაც ჰგონია, იქ ტატო დახვდება… მაგრამ არავინ არაა. მოშარდვის შემდეგ უნიტაზს რეცხს და სინათლეს აქრობს. -წავალ ახლა, უკანა და წინა კარს გადავკეტ… ღმერთმა იცის, რისი გამკეთებლები არიან ეგენი- ბურდღუნებს იგი. მაგრამ რას უშველის კარის ჩაკეტვა- ეს როგორ შეაჩერებს იმ ახვრებს მინისთვის ქვების დაშენასა და ბარში შემოჭრის სურვის? არა, ასე არ გამოვა. დაკეტავს კარს და პოლიციაში დარეკავს, ბარში მოიწვევს მათ და ვალერის გატაცების შესახებს უამბობს… ყველაფერ იმას, რაც ეკლესიის წინ იხილა… რაც საკუთარი თვალით ნახა. ყველას დააბეზღებს, თითოეულ მათგანს გამოჰკეტავს ციხეში… პოლიციის უფროსიც გაუგებს- ის ხომ კარგი კაცია, ქალაქის კეთილდღეობისთვის ყველაფერზე წამსვლელი. უკვე ხედავს, როგორ კრეფს პოლიციის ნომერს… მაგრამ მალევე წყდება ეს ყოველივე… ტუალეტიდან გამოსული, ნახევრად ჩაბნებულ ბარშიც კი კარგად ამჩნევს დახლთან მდგომ ყმაწვილს… მაღალ ყმაწვილს. ტატოა- რა კითხვა უნდა ამას. ბიჭის ჩრდილები კედელზე დაცურავს… მიჰყრდნობია დახლს და ისევ ცივი მზერა ჩაჰბუდებია სხეულში… ესაა მზერა, მკვლელი მზერა, რომელშიც ადვილად იკითხება: ,,მე შენს მოსაკლავად მოვედი!”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა <3 ავტომატურად დაადო... მადლობა <3 ავტომატურად დაადო...
1. 5 არ სჭირდება სიწითლე.
5 არ სჭირდება სიწითლე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|