ალექსანდრე ბლოკი - კლეოპატრა
სამი წელია მასპინძლობს მნახველს პანოპტიკუმი სევდისმომგვრელი, მისკენ მივყვები ბრბოს მთვრალს და თავხედს, იქ დედოფალი კუბოში გველის.
ბინადარია შუშის სასახლის, არ ჩაითვლება არც მკვდრად, არც ცოცხლად, ისმის სიტყვები რიგში საძრახი, მისი ზეობის დროს თუ რა მოხდა.
გაწოლილია ზანტად სხეული, მარადიული ძილის მსურველი, მასზე გველია გადახვეული, ცვილის გულ-მკერდის შხამით მმუსვრელი.
მეც შერცხვენილი, პირგაოფლილი, ჩალურჯებული უპით, მთრთოლვარი, მოვედ საცქერლად ცვილის პროფილი რათა მენახა ნადედოფლარის.
შენ შემოგცქერის ყველა სტუმარი და რომ ესვენოს ნაღდი ცხედარი, მომესმებოდა დიდხანს მდუმარი ჩაფერფლილ ბაგის სუნთქვა მგზნებარი:
„მომართვით შტახსი, ვარდი მილეთის, ხოტბას მასხამდა მთელი სამყარო, გვირგვინოსანი ვიყავ მისრეთის, ახლა ვარ ცვილი, ხრწნილი, აყალო“.
„ო, დედოფალო ვარ მონუსხული! მისრეთში ვიყავ მონა ჩაგრული, აწი ღვთის ნებით ფრთებგამოსხმული გავხდი მგოსანი ჯიღადადგმული!
კუბოდან გვიცქერ და კარგად ხვდები, რომივით ათრობ ახლა რუსეთსაც! მეც, კეისარიც გავთანაბრდებით, ტოლად შევრჩებით საუკუნეთაც!“
დადუმებულა ტკბილმოუბარი, თუმც მკერდი ოდნავ აუდ-ჩაუდის, სუნთქვას ვგრძნობ მიღმა მჭვირვალ სუდარის, წაიჩურჩულებს ბაგე სათუთი:
„ვიყავი ერთ დროს მეხთამცემელი, ახლა მომეცა ძალა საოცი - რომ დავადინო პოეტს ცრემლები და გავაცინო მთვრალი ავხორცი“.
21 დეკემბერი, 2020 წ.
Александр Блок – Клеопатра
Открыт паноптикум печальный Один, другой и третий год. Толпою пьяной и нахальной Спешим… В гробу царица ждет.
Она лежит в гробу стеклянном, И не мертва и не жива, А люди шепчут неустанно О ней бесстыдные слова.
Она раскинулась лениво — Навек забыть, навек уснуть… Змея легко, неторопливо Ей жалит восковую грудь…
Я сам, позорный и продажный, С кругами синими у глаз, Пришел взглянуть на профиль важный, На воск, открытый напоказ…
Тебя рассматривает каждый, Но, если б гроб твой не был пуст, Я услыхал бы не однажды Надменный вздох истлевших уст:
«Кадите мне. Цветы рассыпьте. Я в незапамятных веках Была царицею в Египте. Теперь — я воск. Я тлен. Я прах». —
«Царица! Я пленен тобою! Я был в Египте лишь рабом, А ныне суждено судьбою Мне быть поэтом и царем!
Ты видишь ли теперь из гроба, Что Русь, как Рим, пьяна тобой? Что я и Цезарь — будем оба В веках равны перед судьбой?»
Замолк. Смотрю. Она не слышит. Но грудь колышется едва И за прозрачной тканью дышит… И слышу тихие слова:
«Тогда я исторгала грозы. Теперь исторгну жгучей всех У пьяного поэта — слезы, У пьяной проститутки — смех».
1907 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|