ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2020


შენზე შეყვარებული( გამოიწვიე პოზიტივისთვის)

გაზაფხულის ფერებად მოიჩითა კორდები,
თვალებში ნუ ჩამხედავ, თორემ ვერ მომშორდები.
ზოგი ტყის ალს მამსგავსებს, ზოგიც ღვთიურ ანგელოსს,
ზოგი მეტყვის -  იხარე, ზოგიც - ღმერთმა დაგწყევლოს!
ბევრს სიცოცხლეს ვუწამლავ, ბევრს მალამოდ ვედები,
შენთვის ვინ ვარ არ ვიცი, ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდები.
ზოგჯერ გეფერები და ბაგეებზეც გადნები,
ზოგჯერ გაწყენინებ და ვერაფერში გადგები.
მაინც შენთან მიხარის, მაინც შენსკენ მოვდივარ,
მიწიერი ქალი ვარ, მართლა ალი როდი ვარ?!
ყველა ლექსი შენზეა, რაც კი დამიწერია,
არც ბოროტი სული ვარ, არც კეთილი ფერია.
შენზე შეყვარებული გიჟმაჟუნა ქალი ვარ,
შენი სუნთქვა მაცოცხლებს, შენი ნატვრისთვალი ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები