ნინო დარბაისელი
მოდი - - - (მ.ს.- ს)
მოდი, დამელაპარაკე ერთხელ მაინც! სხვის სიზმრებში მოდიხარ და ჩემთან - არა. ცოცხალი ხარ, იმდენ კაცში დაგინახე, წუხელ გვერდით რამდენმაც კი ჩამიარა.
მოდი! თითქოს ირგვლივეთში გაიბენი, ყველას ერგე, ბავშვს, ბებერს თუ ახალგაზრდას. ამ განგებამ ადრე რატომ აგირჩია, რად დამსაჯა ღმერთმა, რატომ გამიბრაზდა!
მოდი, დამელაპარაკე ერთხელ მაინც! სისასტიკეს ასე როგორ დაეუფლე, სიჩუმეში დატყვევებულ ამ ყველაფერს, თუ არ მოხვალ, რაღა გაათავისუფლებს!
ტყუილია, მიწის ნაგლეჯს განა შენი შეუძლია დატევა და საფლავობა! ეს სანთლებიც რა ტყუილად იღვენთება! მოვა წვიმა და შენს სურათს მტვერს ჩამობანს.
მოდი, დამელაპარაკე, გევედრები, დამიძახე საშინაო ის სახელი! ყველაფერი ისევ ისე დევს ოთახში, ვერ გადავდგი, ხელი ვერას ვერ ვახელი.
მოდი, გითხრა საყვედური, ასე როგორ გამიმეტე და დამტოვე ცალ-უღელი, ასე როგორ დაუბნელე ჩვენს მონაგარს ორთავ თვალი, თვალი ჯერაც გაუხელი!
მოდი, დამელაპარაკე! გული მიგრძნობს, გენატრება ჩემთან ისევ ლაპარაკი. დამიბარე, რას გავუძღვე ანდა როგორ, ყველაფერი შემატოვე ხელში რაკი!
მოდი-მეთქი, მარტო ვარ და ხმა გამეცი! გაიკრიფა ყველა, ირგვლივ მოყაყანე. მათქმევინე, “სიკვდილს რაღაც შეეშალა, შენ კი არა, ეს - მე უნდა წავეყვანე...”
მოდი, დამელაპარაკე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სრულიად გეთანხმებით, აისახა კიდეც თქვენს ლექსებზე გარკვეულწილად,თუმცა სამწუხაროა რომ ფრთები არ შეისხეს და არ გაფრინდნენ როგორც ბაირონი იტყოდა))
სრულიად გეთანხმებით, აისახა კიდეც თქვენს ლექსებზე გარკვეულწილად,თუმცა სამწუხაროა რომ ფრთები არ შეისხეს და არ გაფრინდნენ როგორც ბაირონი იტყოდა))
3. უჰ, კარგი იყო! უჰ, კარგი იყო!
2. ბევრი და მძაფრია ძაან . 5 . ბევრი და მძაფრია ძაან . 5 .
1. რამდენის სათქმელია ნათქვამი ამ ლექსში...
რამდენის სათქმელია ნათქვამი ამ ლექსში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|