ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2020


თუთები

იყო დრო

ჩვენ იქ ვიყავით

სადაც ღრუბლის პლანტაციებია,

ორაგულივით ვარდისფერ ცის ქვეშ,

ტყის ხეივანში

მივუყვებოდით მატარებლის ლიანდაგს

როცა ლურჯი არემარის სილუეტები

მოხტუნავე წერტილებად ჩანდა;

ვანთებდით ცეცხლს,

რომელიც ადნობდა კედელს,

ალღობდა უნდოობას;

ჩვენ,

ჩვენ ოთხი;

ასე ხდებოდა

ბავშვობაში,

დიდი წლების წინ...


მას შემდეგ

შევხვდი სხვებსაც

და ჩვენ

ისევ ვართ ერთად,

მაგრამ. . .

არასოდეს მყოლია ისეთი მეგობრები,

როგორც მაშინ,

როცა ღრუბლებს ვკრეფდით

თავისუფლებით;


და საერთოდ,

ჰყოლია ვინმეს ? . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები