ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2020


* * *

დეკემბერში წამოთოვა ოდნავ
და ზამთარმაც მოიხადა ვალი,
სად ვარ, როგორ, არ გჭირდება ცოდნა,
იქნებ სულაც არ გათენდეს ხვალე.

ჰორიზონტზე მოსჩანს ღრუბლის ორდა,
ვარსკვლავები აგრძელებენ თვალთვალს,
ვის რა შერჩა, ან ვინ განმეორდა,
ვინ გადარჩა მარტო თავის თავთან?

მივუყვები რელსებს, ჩემთვის ვფიქრობ,
არ დაგვცალდა აშენება ოდის,
ხმა მომესმა, გაეღვიძა ციკლოპს
აჩქარებულ ნაბიჯებით მოდის.

ალბათ ახლა ხედავ ფერად სიზმარს,
დამაფიცე შენი მშვიდი ძილი,
ცას და მიწას შორის მოხდა სქიზმა,
რაც მოკვდავებს დაგვიჯდება ძვირი.

განთიადი გადაიკრავს თითბერს,
მე კი რაღაც დამკლებია თითქოს,
გახსოვს, კარგო შენს გაყინულ თითებს,
ვუნახავდი უკანასკნელ სითბოს.

სად ვარ, როგორ, არ გჭირდება ცოდნა,
იქნებ ფიციც დამავიწყდეს მალე,
დეკემბერში წამოთოვა ოდნავ
და ზამთარმაც მოიხადა ვალი.

დანტე დარდიანი    27/12/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს