| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 1 იანვარი, 2021 |
"რა იქნებოდა რომ ჩემს წამებას ჰქონოდა სახე, ან დასასრული". ტერენტი გრანელი
მარტომ აიტანა ჯვარი გოლგოთაზე, არ შეშველებია სიმონ კვირინელი, მაინც თავის მრწამსით გაიარა ასე ვიწრო კარიბჭით ცხოვრება არც თუ ვრცელი. არასდროს ღირსებია მის ჯვარცმას დასასრული და ბოლოს უფალმა აჩუქა ფრთები, სივრცეს ნასურვილარს მიეახლა სული, სული, რომელიც არასოდეს კვდება. ახლა კი მარადისი ფურცლები ხელთ გვიპყრია, რომელზეც პოეტის ცრემლები "მოწვეთავს", სპლინით და "სისხლით" ნაწერი ვერ იძლია, ვერ შეძლო გულებიდან დრომ მისი მოწყვეტა.
27.12.2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|