ნინო დარბაისელი
კორონობანა - - - -
უსახლკარონო, კორონის გამო დარჩით ოთახში, სახლებში დარჩით და რითაც გინდათ, - ქამანჩით, ქანჩით, ან სულაც ჩამჩით შიგ გაიხურეთ ცივი კერანი!
დასრულდა ლხინი და ჭიქაზე - ჭიქის წკარუნი, მსწრაფლ მოიხოცნეთ ცრემლნი თვალთაგან მოწანწკარენი, ყველა გაცუდდეს, ვინც ვის სხვა რამ შეაკერინა, ხოლო ნიღბები - ბრმებმა კერონო, შენ კი - კანონო, რომ იკანონო, უნდა მოექცნენ წინ - უკანანი!
ცოლ- ქმარნო, გეყოთ სახუტებელ-საკურკურონი, გაიყარენით, საცა იყოთ ნეზვნი, კურონი! შეყვარებულნი ერთმანეთს აღარ მიეკარონო, ისევ საკუთარ სიმარტოვეს მიეკირონო! და ვინ-ღა იცის, რამდი გასტანს ეს ისტერია! ვინც მოძმეს გულში ჩაიხუტებს, ყველას მტერია, ყველას მტერია, ვინც ტვირთმძიმეს ცრემლი მობანა! დაღერებულნი აგვაცილოს რამ სეკირანი, დანა და ცული! კარი - დაცული, პირი - დაცული, თუ რამ სარჩო გაქვთ, ნუ დაეძებთ, ვის მოაშია, აზრი რაშია? აზრი - მარტოდ ჭამა-სმაშია. მარტონთქმაშია, მარტოთქმაშია, მარტოხმაშია, ახლა წესია ჭირთა თმობანი, არ - ხეტიალი უბან- უბანა, კენტად მომღერალს ვინ მოუბანა! ეს - თამაშია რამ მამაცური, ეს - თამაშია მარტოკაცური, ეს თამაშია - კორონობანა!
ის - გაასვენეს ... კუბოს ექვსი კაცი მისდევდა, ჩვენ - გავიგეთ და ვირტუალური ცრემლების ზღვით და ყვავილებით ვეთხოვებოდით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა ირაკლი, აგლაია, მისანი! გილოცავთ ძველით ახლით და უახლესით ყველაფერს ერთად მადლობა ირაკლი, აგლაია, მისანი! გილოცავთ ძველით ახლით და უახლესით ყველაფერს ერთად
5. 5 დაუმადლებელი! 5 დაუმადლებელი!
4. კარგია კარგი ქალბატონო ნინო მასე განაგრძეთ კარგია კარგი ქალბატონო ნინო მასე განაგრძეთ
3. ვახ! პროტესტის პიკია! ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს ლექსს++ ვახ! პროტესტის პიკია! ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს ლექსს++
2. ბრავო, ქალბატონო ნინო! ბრავო, ქალბატონო ნინო!
1. სად არის ჩემი მისანი!!!! შემტყობი გულისთქმისანი!!! სად არის ჩემი მისანი!!!! შემტყობი გულისთქმისანი!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|