ოსიპ მანდელშტამი - ო, როგორ გვიყვარს მაამებლობა
ო, როგორ გვიყვარს მაამებლობა და გვავიწყდება, როცა ვიზრდებით, ბევრად ახლოა კვდომა მეზობლად, ვიდრე, როდესაც ვხდებით დიდები.
უძილო ბავშვი სვამდა ზედიზედ მწარე სამსალას საყვედურების, მარტო ვარ ყველა გზაჯვარედინზე და ვეღარავის დავემდურები.
თევზივით არ ვარ თვლემას ნაჩვევი - ვიწვე უგრძნობლად, ძირქვეშ ფიქალის, თავისუფლება მიჯობს არჩევნის ჩემს სატანჯველშიც და საფიქრალშიც!
8 იანვარი, 2021 წ.
Осип Мандельштам - О, как мы любим лицемерить
О, как мы любим лицемерить И забываем без труда То, что мы в детстве ближе к смерти, Чем в наши зрелые года.
Ещё обиду тянет с блюдца Невыспавшееся дитя, А мне уж не на кого дуться И я один на всех путях.
Но не хочу уснуть, как рыба, В глубоком обмороке вод, И дорог мне свободный выбор Моих страданий и забот.
1932
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|