ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2021


პარანოია

განმეორება სწავლა არის უხუცესთა,
ბრძანებენ და დადუმდებიან...
მოკვდავებს ერთი საიდუმლო დაჰყვებათ მუდამ,
როგორია იყო თავისუფალი, რამდენად ღირხარ?..
ნაცრისმაგვარად დაგვასამარებს!..
დაგვასამარეს!
ვინც ვიყავთ ყალბნი, სულით ფსკერამდე,
არსაიდან გალობა ან იმედები,
და ვინც იყავთ ამ დღეს ჩვენამდე,
დროდადრო ხომ წამიერად იღვენთებით...
................
გაანათებს მზე მოტკივარ მინდორ-ველებს,
მზეჭაბუკი კვლავ დასჭექავს ლელიანებს,
სანამ მარტში ენძელები იყვავილებს,
უგალობეთ სულებს მრავალფერიან
ადგილებში ეძიებდეთ სინამდვილეს,
ოდეს კაცთა იპოვნიდნენ მშვენებას,
სიყვარულს ხომ დრო არა აქვს,სიყმაწვილე
ამიტომაც ჩვენ ვეყოფით მძევლებად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები