ოსიპ მანდელშტამი - როდესაც დილით რვაჯერ ჩამოჰკრავს
როდესაც დილით რვაჯერ ჩამოჰკრავს გოლიათური ტაძრის საათი, უცხო ქალაქის ფართო აგორას მაშინ ძილ-ღვიძლში ვლანდავთ თვალნათლივ.
ჩანს კალათები, გაცხარებული დავობს მუშტარი მავან ნოქართან, შეფრთხიალდება მტრედთა კრებული, ქვაფენილს ისევ ლურჯად მოქარგავს.
პურის კვერები, თევზი ფაცერში, ხილი, თუ კენკრა: მარწყვი, მოცხარი, ქვის ლოდებს ჰგვანან გლეხიკაცები, ათასი ფერი - მუქი, ცოცხალი.
შევცქერი აღმოსავლურ კოლორიტს, ჯანღის ქსელში რომ გადახლართულა, დილაადრიან თითქოს ფოლორცი იქცა ვაჭრობის წმინდა ფარდულად.
14 იანვარი, უფლის წინადაცვეთის დღე, 2021 წ.
Осип Мандельштам - Когда показывают восемь
Когда показывают восемь Часы собора-исполина, Мы в полусне твой призрак носим, Чужого города картина.
В руках плетеные корзинки, Служанки спорят с продавцами, Воркуют голуби на рынке И плещут сизыми крылами.
Хлеба, серебряные рыбы, Плоды и овощи простые, Крестьяне — каменные глыбы, И краски темные, живые.
А в сетке пестрого тумана Сгрудилась ласковая стая, Как будто площадь утром рано — Торговли скиния святая.
1912
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|