ოსიპ მანდელშტამი - მძულს უამრავი ვარსკვლავის
მძულს უამრავი ვარსკვლავის ერთფეროვანი სინათლე, შენ, ძველო ბოდვავ, სალამი - ცადაჭრილ კოშკის სიმაღლევ!
ქვაო, გამშვენდი უშვერი, მოაჩუქურთმე გოდოლი, ცის ცარიელი გულმკერდი დალახვრე შენი ჰოროლით!
მეც ამიხდება ოცნება - ცისკენ გაფრენას ვიჩქარი, საითკენ გაიტყორცნება ცინცხალი აზრის ისარი?
თუ ამოვწურავ ჩემს ვადას და დავბრუნდები მაშინვე: იქ - სიყვარული არ მწადდა, აქ - სიყვარული მაშინებს...
20 იანვარი, 2021 წ.
Осип Мандельштам - Я ненавижу свет...
Я ненавижу свет Однообразных звезд. Здравствуй, мой давний бред,- Башни стрельчатый рост!
Кружевом, камень, будь И паутиной стань, Неба пустую грудь Тонкой иглою рань!
Будет и мой черед - Чую размах крыла. Так – но куда уйдет Мысли живой стрела?
Или свой путь и срок Я, исчерпав, вернусь: Там – я любить не мог, Здесь – я любить боюсь…
1912 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|