ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გამოტოპა ენგური!
რას ნიშნავს შოთა ნიშნიანიძის ნაწარმოებში „აფხაზური კანტატა“ ნახსენები ეს ფრაზა? რა დატვირთვა აქვს მას ამ ლექსში? რა სიმბოლიკასა თუ ალუზიას ინახავს იგი? შევეცდები ამ კითხვებს პასუხი გავცე, მაგრამ ეს რამდენად გამომივა თქვენ შეაფასეთ. ცხრა, ეს რიცხვი რასაც არ უნდა დავუკავშიროთ: კულტურას, ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებას და ა.შ. ყველგან ტრივიალური და საკრალური ციფრია, მას აიგივებენ ზღაპართან, მშვიდ, ბედნიერ სამყაროსთან, მოკლედ რომ ვთქვათ ჰუმანურ სამყაროს ნიშნავს. რაც შეეხება ცხენოსანს, მხედარი მუდამ იყო, არის და იქნება ძალა, ამაზე შეიძლება გაგვახსენდეს აპოკალიფსის ოთხი მხედარი. მხედარი მაცნეა, მეომარია, ბედის მწერალია, ცხრა მხედრის მიერ, აფხაზეთის დატოვება - აფხაზეთის ზღაპრული სამყაროს დასასრულსა და ომის დაწყებას ნიშნავს, ავანგარდი ხომ ყოველთვის კავალერია იყო. ცხრა მხედარმა აფხაზეთი დატოვა... აფხაზეთმა საქართველო დატოვა... ქართველებმა კი აფხაზეთი დატოვეს... ვფიქრობ შოთა ნიშნიაძე ამ საკითხს პესიმისტურად მიუდგა, მან ყველა იმედი გადაწურა, აფხაზეთსა და საქართველოს შორის გადაულახავი ზღვარი შექმნა, მე ამას არ ვეთანხმები, დიახ! არ ვეთანხმები ამ თეზისს, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია, მე ვთვლი რომ ეს ასე არ არის და აფხაზეთი ჯერაც საქართველოა, მართალია მხოლოდ დე - იურე, მაგრამ ვიმედოვნებ მალე დე - ფაქტოც გახდება. ამ მოსაზრების გასამყარებლად მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს, კერძოდ: შოთა ნიშნიანიძის „აფხაზურ კანტატაში“ მოთხრობილია აფხაზებისა და ქართველთა ძმობის ამბავი, ამბავი რომელიც საუკუნეებს ითვლის და ამბავი რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის ერთიან, ძლიერ და დიდებულ საქართველოსთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში შესასვლელს, სქელი მავთულხლართები და შეირაღებული სამხედროები კეტავენ, ჩვენი, ქართველთა გული იქაა, იქაა ჩვენი სული და მე დარწმუნებული ვარ თითეული აფხაზის სული და გული საქართველოშია. ცხრა მხედარმა დატოვა აფხაზეთი, ეს სიტყვები ცხადიც რომ იყოს შოთა ნიშნიანიძეს მაინც გავამტყუნებ, ეს სიტყვები გულისხმობს რომ იმედი გადაწურულია, ეს სიმართლე არ არის, იმედი მუდამ არსებობდა, არსებობს და იარსებებს რა გამოუვალი სიტუაციაც არ უნდა იყოს და ჩვენ, ადამიანებს უფლება არ გვაქვს იმედი გადავიწუროთ. მოდით, ცოტა ხნით აფხაზეთსა და ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს გავერიდოთ და ამ ფრაზის სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ: ცხრა მხედრის მიერ არა ენგურის, არამედ სიცოცხლის დატოვება, როგორც ვიცით აფხაზეთის ომში უამრავი ადამიანი დაეცა და ეს შეიძლება ამასაც ნიშნავდეს, თუმცა მე სხვა რამ მგონია. რანი ვართ ადამიანები? რა არის ჩვენი მისია ამ ქვეყანაზე? იქნებ იმ ცხრა მხედრის მისია უბრალოდ ენგურის გამოტოპვა იყო? იქნებ ისინი წარღვნის მაცნენი იყვნენ? მე ვფიქრობ ეს ცხრა მხედარი, დიდებულმა მბრძანებელმა, კელსიერ დან სკაამ გამოგზავნა, მათი მოვალეობა, ფერფლმთების გადმოლახვა და ჩვენთვის ცუდი ამბის მოტანა იყო, ამბის რომელმაც შეძრა მთელი საქართველო, ამბის რომელმაც საქართველო სასიკვდილოდ დაჭრა და ქართველებს გულები დაუკოდა. მაშასადამე ამ არგუმენტებიდან გამომდინარე დავასკვნი, რომ ცხრა მხედარს, რომლემბაც კანტატის მიხედვით ენგური გამოტოპეს ძალიან დიდი და უაღრესად იდუმალი, სიმბოლური მნივნელობა აქვს, ისინი აფხაზეთის სიკვდილის სიმბოლონი არიან, თუმცა მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ის ცხრა მხედარი გზას გადაუხვევს და სიკვდილის ცნობას არა საქართველოში, არამედ იმ ქვეყანაში ჩაიტანს, რომელსაც საქართველოს სიკვდილი ასე გულით სწადია, ქართველი და აფხაზი კვლავ ერთი ფიალიდან შესვამს ღვინოს, ისევ ერთი მამალი გააღვიძებს საქართელოს და აფხაზეთს, ქართველებიც ვისწავლით ერთი სივრცისა და ჰაერის დაფასებას, აფხაზეთი და საქართველო ისევ ძმები იქნებიან და ჩვენი სამშობლო გამთლიანდება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, გამოვხატოთ აქტიური სამოქალაქო პროტესტი ოკუპაციის მიმართ, ყველანი ერთად დავდგეთ და დავამარცხოთ იორმუნგანდი, ლევიათანი, ფოგლანდი, მერსილი, დიადი მტერი, რომელსაც ბინა ჩრდილოეთში უდევს. და ბოლოს, მაინც ვქფიქრობ: შოთა ნიშნიანიძეს იმედი არ გადაუწურავს, მან ეს ლექსი იმ იმედით დაწერა, რომ ქართველ ხალხს შეგვაფხიზლებდა და გამთლიანებისაკენ გვიბიძგებდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე ასე ვერ აღვიქვამ.
ქორწილისთვის გადმოტოპეს, მაგიტომაც იყვნენ "ლამაზები".
ეს ლექსი პესიმისტური კი არა, ოპტიმისტურია. მე ასე ვერ აღვიქვამ.
ქორწილისთვის გადმოტოპეს, მაგიტომაც იყვნენ "ლამაზები".
ეს ლექსი პესიმისტური კი არა, ოპტიმისტურია.
1. +5 იმედიც დიდი ექნებოდა,უბრალოდ გაამწვავა,რომ უფრო მწარედ და მძაფრად გაგვეგო. +5 იმედიც დიდი ექნებოდა,უბრალოდ გაამწვავა,რომ უფრო მწარედ და მძაფრად გაგვეგო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|